ოპოზიცია არც არასდროს ყოფილა პარლამენტში წინა მოწვევის დროს, სულ ქუჩაში იყო. ერთი წელი ფორმალურადაც კი არ შემოაბიჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„შეგახსენებთ, 2021 წლის აგვისტოში შემოვიდნენ და სამ კვირაში, სექტემბერში ბოიკოტი გამოაცხადეს. პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვთ. ნებისმიერმა ადამიანმა გაიხსენოს ერთი საკითხი მაინც, რომელშიც ოპოზიციამ პარლამენტში განხილვების დროს მიიღო მონაწილეობა?! ამიტომ აქ არაფერი თვისობრივად არ იცვლება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რადიკალები არ შედიან პარლამენტში, არაფერი თვისობრივად არ იცვლება.
„ერთადერთი ცვლილება, რასაც ოპოზიცია ახლა ცდილობს, რომ წარმოაჩინოს არის ხმაური, რომელსაც მათი მფარველები გარედან ტეხენ. ეს არის და ეს.
გადატვირთვა ხდება არჩევნებზე, არჩევნები შედგა, მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა. არავის ეგონოს, რომ მილიონ ასოცი ათასი ადამიანი დაუთმობს ერთ ხმას მაინც, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარე – გარე დადიან და ცდილობენ, რომ რაიმენაირად გარედან ავნონ ქვეყანას. იმიტომ, რომ შიგნით ნდობა მოსახლეობის მხრიდან არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.