“ქალბატონო ანა, შეგატყვეთ რომ გულსაბნევი გაქვთ ევროპის, ევროკავშირის და საქართველოს დროშით. მესმის, რომ სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი, თუმცა, მე მგონი, თქვენ პარტიას არ გაუჭირდება დაამზადოს სხვა სახის გულსაბნევი – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ლელოს” წარმომადგენელს პარლამენტში ანა ნაცვლიშვილს.
“ვინაიდან თქვენ ხართ საქართველოს პარლამენტის წევრი. ხოლო დროშის გამოსახვის სტანდარტი, ეროვნული დროშის, გულისხმობს, ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ნებისმიერი სხვა დროშა. ამიტომ, თქვენ გულსაბნევზე, თქვენგან მარჯვნივ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის დროშა. ამიტომ, გთხოვთ თქვენს პარტიაში, იქნებ შეძლოთ და ასეთი სახის გულსაბნევი დაამზადოთ.” – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ლელოს” წარმომადგენელს პარლამენტში ანა ნაცვლიშვილს.