აღასრულა ივანიშვილმა თავისი ოცნება, უკანასკნელი საპარლამენტო მანდატიც წაგვართვა, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
“აღასრულა ივანიშვილმა თავისი ოცნება.ლეიბორისტული პარტიას უკანასკნელი საპარლამენტო მანდატიც წაართვა. მანდატი კი არა ქვეყანაც წაგვართვა. ახლა ჩვენზეა – დავთმობთ თუ არა. ბრძოლის გარდა არაფერი არ დაგვრჩენია.ამ უფლებას ვერავინ წაგვართმევს,” – წერს შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ხვალინდელ პლენარულ სესიაზე აპირებს მხარი დაუჭიროს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის – ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას. ეს სავარაუდო გადაწყვეტილება დღეს მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.