კვირა, ივლისი 6, 2025

შალვა კერესელიძე: მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას

დიდი პატივია იყო მცხეთა მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. უკვე ორი წელია, ერთად ვმუშაობთ და ალბათ დამეთანხმებით, დუშეთში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძელით, – ამის შესახებ, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი, კარგი და წარმატებული საქმეები და პროექტები განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე. „საქართველოს მთავრობისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან რეგიონების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზუსტად აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი დუშეთში ცხოვრობს, მთაში თუ თბილისში.

ყველას უნდა ჰქონდეს შექმნილი შესაბამისი პირობები და გარემო. სწორედ ეს დავისახეთ მიზნად და განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან რეგიონებში განათლების კუთხით გავამახვილეთ – რეაბილიტაცია ჩავუტარეთ პანსიონებს, ვაშენებთ ახალ სკოლებს. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც შარშან ჩვენ პრაქტიკულად ხუთი თვეში ორი ახალი მცირე ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც ჩვენ შევძელით მაღალმთიან რეგიონებში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა“, – განაცხადა კერესელიძემ.

„საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და მე, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მთის კაცი, ძალიან დიდი ქომაგი და მხარდამჭერი ვარ მაღალმთიანი ხეობებისა და სოფლებისა. ჩვენ ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, არც ბარი დაგვრჩა და დაგვრჩება უყურადღებოდ, აქაც იგივე მიდგომებია – განათლების სისტემის სრულყოფა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაუმჯობესება, ტურიზმის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროექტის და პროგრამების განხორციელებით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა“, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ქალაქი დუშეთი მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. „ეს არის ქალაქი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ღირებული, პირველი მეგობრობა, პირველი ურთიერთობა, პირველი განათლება, ყველაფერი ქალაქ დუშეთს უკავშირდება. ვინც დუშეთიდან ბრძანდებით ყველას კარგად მოგეხსენებათ და მიცნობთ რაოდენ დიდი პატივისცემა, სიყვარული და განსაკუთრებული მოკრძალება გამაჩნია თითოეული დუშელის და დუშეთის მიმართ. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქალაქი დუშეთი გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იმ ქალაქებს შორის, რომელიც საქართველოს რეგიონებში გვაქვს, თავისი განათლების ინფრასტრუქტურით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ტურიზმის ძალიან დიდი ფუნქციით და შესაძლებლობებით.

მჯერა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი ძმები, მეგობრები, ამომრჩევლები ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოს წინსვლას, „ ქართულ ოცნებას“ და ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს დავდებთ 31 ოქტომბერს და გავიმარჯვებთ ყველა ერთად, საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა კერესელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები