აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე შტორმს ელოდებიან. “აჭარის ტელევიზიის” ცნობით, ღამის განმავლობაში საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება.
ზღვაზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი, შუაღამით ხილვადობა გაუარესდება. ამინდის გაუმჯობესებას 26 თებერვალს შუადღის შემდეგ პროგნოზირებენ.