ორშაბათი, აგვისტო 4, 2025

შავი ზღვი სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა – კადრები მედიაში ვრცელდება

შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა. ადგილობრივებმა სტიქიური მოვლენის გადაღება შეძლეს. მედიის ცნობით, ქარბორბალა ნაპირზე არ გამოსულა და ხმელეთიდან უსაფრთხო მანძილზე დაიშალნენ.

რუსეთის კრასნოდარის მხარე სტიქიური უბედურების ზონაა.

განადგურებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა სხვადასხვა რაიონში მოგლიჯა ასწლოვანი ხეები და დააზიანა საცხოვრებელი უბნები, ტუაფსეს რაიონში კი მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. ღვარცოფულმა ნაკადმა წაიღო საავტომობილო გზები და ხიდები. დატბორილია შენობები და საცხოვრებელი სახლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქვეყნის გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში

ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ეს არის საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია.„ეს არის კომისია, საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს, რომ შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არამხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ, დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სიტყვა „რევოლუციის“ ძალიან ეშინია და სწორადაც ეშინია, რადგან ნამდვილი სახალხო რევოლუცია არის ხალხის კონსოლიდაცია, ხალხის ერთიანობა და ხალხის ძალის მოქმედებაში მოყვანა.„ეს არის ნამდვილი სახალხო რევოლუცია, ერთი ქალის რევოლუციაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ – მზია ამაღლობელის, რომლის ბრძოლა, გაუტეხელობა ნამდვილად იქცა ამ ბრძოლის სიმბოლოდ და რომლის სიჩუმე ხანდახან ყველა ყვირილზე უფრო ხმამაღალია. ძალიან საგულისხმოა, რომ სწორედ დღეს ერთ-ერთი ამ ბრძოლის სიმბოლოს განაჩენი დაამთხვია ივანიშვილის რეჟიმმა მისი წარმოდგენით განაჩენს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიგნონ ივანიშვილმა და მისმა ამფსონებმა – უსამშობლო, უღირებულებო მონებო, ფულზე დახამებულებო, ვერასოდეს შეიგრძნობთ სამშობლოს სიყვარულის ძალას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, მთავარი ფლაგმანი იქნება და მოიტანს ცვლილებებს ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად.„„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდთან ერთად შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ქართული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლის ავანგარდში, ყოველთვის იქნება ამ ბრძოლის მთავარი ფლაგმანი და რაც არ უნდა წეროს და იკითხოს მეორე თაობის საბჭოთა ჯალათმა, თეა წულუკიანმა, სწორედ ეს ძალა მოიტანს ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ ადამიანების გუნდი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა – ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, წარმატებული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და ქართული სახელმწიფოს იდეა უკვდავია, მარადიულია. მას ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებენ ივანიშვილის მონები. დღევანდელი დასკვნა ვერაფერს დააკლებს ჩვენს საერთო ბრძოლას, ეს არის სამშობლოს მოღალატეების საბრალდებო დასკვნა, განაჩენი, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში ყველაზე სანდო, საიმედო, ძლიერი და უღალატო ქართველი ხალხის იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ვერ დაშალა, ვერ გატეხა, ასე იყო სულ, ასე არის დღეს და ასე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. თავისუფლება მიშას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინოს და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სოზარ სუბარი – კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს უახლესი ისტორიის შეფასებისა და პრევენციისთვის, რომ არასდროს გაეხსნას გზა ისეთ დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც იყო 2004-2009 წლებში

კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.სუბარმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დასკვნაზე მუშაობდა, განსაკუთრებულად კი – კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს.„ნამდვილად უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში. მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ როცა ვუსმენდით იმ ადამიანებს, დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც იმდენად მძაფრი იყო განცდა, რომ ის საშინელება ისევ ცოცხლდებოდა. ამ ყველაფრის ემოციის გარეშე მოსმენა წარმოუდგენელი იყო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ პრევენცისთვის, რომ მომავალშა ირასდროს განმეორდეს მგავსი რამ, არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორც 2004-2009 წლებში იყო. დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თეა წულუკიანს. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, თითოეულ ამ საქმესთან უშუალო შემხებლობა, ის უსმენდა ყველა მხარეს, დაზარალებულებსაც, სახელმწიფოს პოზიციასაც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, პოზიციაც არ ერქვა. ასევე, აქვს გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოსტზე, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ საქმეებთან შეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ერთადერთს ვამბობ, რადგან ეს არის მტკიცებულებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. ან, რაც გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო. ამისთვის დასჭირდა ტიტანური შრომა.მსგავსი შრომა რომ ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავინის დასკვნა სხვანაირი იქნებოდა, ტალიავინის დასკვნა რომ სხვანაირი ყოფილიყო, განსხვავებული იქნებოდა ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ, უბრალოდ, მოვალე ვიყავით, აგვესახა დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, საქართველო არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს – ეს არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო, რადგან საერთოდ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. კომისიის დასკვნა რომ ყოფილიყო ისეთი, როგორის არის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თეა წულუკიანის მრავალპროფილიანი გამოცდილება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნა არის მაღალპროფესიონალური, დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი, წყარო. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს და ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ხნის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელმაც უმძიმესი პერიოდი გაიარა და თითოეული მათგანისთვის  წარმოუდგენლად მძიმე იყო აქ მოსვლა, კიდევ ერთხელ გახსენება ტკივილის, წამების, სისასტიკის. მათ საკუთარ თავს აჯობეს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მგონი, ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში“, – განაცხადა სუბარმა.

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები – ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, მეგობრებს

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ქართული ხელოვნება გაამდიდრა და გაამრავალფეროვნა, ქართველი ხალხის გულებსა და ცნობიერებაში კი, წარუშლელი კვალი დატოვა. ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებთ დიდი რეჟისორის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების სამძიმრის ტექსტში, რომელიც „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი” ავრცელებს.ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში. 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო 1963 წელს თამაზ მელიავასთან ერთად. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.მიღებული აქვს საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთის რაიონის სოფელი გოგიეთი იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო სიახლეები