პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რენთან მატჩის შემდეგაც შეაქო.
პარიზელებმა 1:4 მოიგეს, კვარა მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, თუმცა ამ დროში იმდენი ქნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება და ენრიკეს კომპლიმენტები მიიღო.
“მოგეხსენებათ, ინდივიდუალურად საუბარი არავიზე მიყვარს, მაგრამ ყველას ხარისხს ხაზს ვუსვამ ხოლმე. კვარას პოტენციალი კარგად ვიცით. მან ეს ნაპოლიში და ნაკრებში უკვე აჩვენა.
ხვიჩა ჩვენთან ამ ზამთარს მოვიდა და ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს. ზოგადად, ძალიან ვაფასებ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ასე არიან ჩართული განვითარების პროცესში”, – განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს პსჯ ჩემპიონთა ლიგაზე, ლივერპულის წინააღმდეგ გამართავს.