ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

ყველის შენახვა მინის ქილებში

ყველის შენახად წათხი თითქმის ყველა ოჯახში მზადდება. დიასახლისები ყოველთვის ყურადღებით ინიშნავენ კარგი წათხის რეცეპტებს, რადგან შენახვისას ყველს გემოს შეცვლა ახასიათებს. კარგი წათხი კი ამ უსიამოვნებას აგარიდებთ თავიდან.
ახლახან სოციალურ ქსელში ყველის შენახვის განსხვავებული მეთოდი გამოჩნდა, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ პოსტის ავტორისეულ ყველის შენახვის რეცეპტს, რომელიც თურმე, ბებიამ ასწავლა:

“სამი ლიტრი წყალი აადუღეთ, დაამატეთ 1 კილოგრამი მარილი და ნახევარი ჭიქა შაქარი. ადუღეთ 10 წუთი და მდუღარე დაასხით ქილებში გამზადებულ ყველს. რაც მოგრჩებათ, არ გადააქციოთ, ყველი იშრობს წყალს და დილით
იგივე წათხი დაამატეთ, მჭიდროდ მოარგეთ ქილას თავსახური ან მოხუფეთ.

სამლიტრიანებს ვხუფავ, ხოლო დიდი მინის ჭურჭელს თავის თავსახურს ვახურავ. ჭურჭელს კარგად უნდა ეჭირებოდეს თავსახური. როცა დაასხამთ ცხელ წათხს და დაახურავთ, დილით დახედეთ და მორჩენილი წათხი დაამატეთ.
ასეთი ყველი სულგუნის გემოს იღებს და დიდხანს ინახება”.

რეცეპტს უამრავი გამოხმაურება აქვს. ალბათ ღირს, რომ დასაწყისისთვის 1 ქილის შენახვა მაინც ვცადოთ. მოგეხსენებათ, ზაფხულში ყველი იაფიცაა და რაც მთავარია, უფრო გემრიელი. მინის ქილები კი გემოს უკეთესად ინარჩუნებს, ვიდრე პლასტმასი, ეკოლოგიურადაც უფრო ჯანსაღია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თელავივი - თბილისის რეისით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 376 კაფსულა სხვადასხვა დასახელების აკრძალული მედიკამენტი გამოავლინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს, 12 თებერვალს დატოვა.შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც...

ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია, გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას აზიარებს.„ცნობისთვის, საფრანგეთის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან რუსეთის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე 3500 კილომეტრია, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიამდე კი 500 მეტრი.ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის.ვინც ისტორია იცის და მის გაკვეთილებზე თვალს არ ხუჭავს, ყველამ იცოდა, რომ ფსევდოღირებულებით ზღაპრებს ასეთი დასასრული ექნებოდა. ეს ცხადი იყო 2022 წელსაც.ამგვარი დაპირისპირებები კაცობრიობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, დასრულებულა, ქვეყნები მორიგებულან, ცხოვრება გაგრძელებულა. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეშიც, მეოცეშიც, ბევრად ადრეც. ძალთა ბალანსის რყევა, ცვლილება და ახლებურად ჩამოყალიბება დიდი სახელმწიფოების ბუნებაა. მათი შეხების წერტილებში მომხდარი ნგრევა და მსხვერპლი კი პატარა სახელმწიფოების ხვედრი.2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით.სწორედ აქ გაივლო ზღვარი უსამშობლოებსა და პატრიოტებს შორის. პირველებმა სხვისი დროშა და ჰიმნი თავისად აქციეს; ჯერ თვითონ დაიჯერეს, შემდეგ კი სხვებს არწმუნებდნენ, რომ ბომბების წვიმა სჯობს მშვიდობის სირცხვილს; რომ ეს ჩვენი ბრძოლაა, ჩვენი ვალია, რომ მსხვერპლობა გვმართებს დიადი მომავლისთვის; რომ ომი მშვიდობაა და მზე დასავლეთიდან ამოდის. ამ დროშის ქვეშ აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე.ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია.გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ“,- წერს შალვა პაპუაშვილი.საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ „მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას როცა მიაღწევენ, დაგვჭირდება რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ჩვენს კართანაა“.

დონალდ ტრამპი – ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა იყო, საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.„მე ახლახან დავასრულე შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და მის წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც ტრამპის თქმით, მათთვის ცუდად დამთავრდა.„იმედია, ამჯერად უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანები იქნებიან“, – წერს ტრამპი.როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ბენიამინ ნეთანიაუჰუსთან ასევე განიხილა ღაზაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები.ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ შეხვედრა თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა.„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს მოლაპარაკებების კონტექსტში და ორივე მხარე შეთანხმდა მჭიდრო კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე“, – აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

ეუთო-ში აცხადებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს

ეუთო-ს ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია მუშაობას დღეიდან იწყებს.„საქართველოსთან დაკავშირებით ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას. 24 თებერვლამდე ნებისმიერი შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია moscowmechanism-georgia@odihr.pl-ზე“, – აღნიშნულია ეუთო-ს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, 29 იანვარს საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმი“ ეუთო-ს წევრმა 24-მა ქვეყანამ გაააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა მოითხოვა.

ბოლო სიახლეები