ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ – რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან

კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.

მინისტრმა განათლების სისტემის რეფორმის 4 წლიან გეგმაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ცვლილება ძალაში 2025 წლის სექტემბრიდან შევა.

„აქამდე მხოლოდ დაწყებით საფეხურზე იყო კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ე.წ. ისტის გაკვეთილები. 2025 წლის სექტემბრიდან, ახალი სტანდარტი დავამტკიცეთ, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების და როგორც დაწყებითი, ასევე საბაზისო საფეხურზე სრულად, ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით… ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო –...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ირაკლი ჩიქოვანი-„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნოებას”

ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს - მამულს, ენასა და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრმა ჩვენმა ჯარისკაცმა საქართველოს თავისუფლებისთვის თუ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღო."დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეული თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის.განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც, 30 წელზე მეტია, ემსახურება სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.ჩემთვის და ყველა თაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჩვენი ჯარის მშენებლობა.მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება.ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

სუბარი გიორგი აბდალაძეს: ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, ემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი – თქვენი ეს ფოტო რეჟიმის...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ და კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2011 წლის 27 მაისს, მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის შესახებ ისაუბრეს.როგორც აბდალაძემ აღნიშნა, პატიმრობისას შეიტყო, რომ მის მიერ, 26 მაისის დარბევისას გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში სწორედ ნიკა კვინტრაძე იყო ასახული, რომელსაც ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული.„საპყრობილეში შევიტყვე, მითხრეს, რომ ერთ-ერთ სურათში, ჩამწკრივებული რომ მიჰყავთ, "პლენში" რომ აიყვანეს ხალხი და ჩაამწკრივეს, სტალინგრადის კადრების არ იყოს, ერთ-ერთმა ადვოკატმა მითხრა, შენ გადაგიღია ეს ადამიანიო, არ ვიცნობდი, შეხებაც არ მქონდა. ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც მერე სახურავზე აღმოჩნდა." - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.სოზარ სუბარის თქმით, სწორედ აბდალაძის ობიექტივში მოხვდა ცოცხალი ნიკა კვინტრაძე, რომელიც შემდეგ მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. მისივე შეფასებით, ეს ფოტო "ნაცმოძრაობის" რეჟიმის გასამართლებისთვის ერთ-ერთ მტკიცებულებაა.„დადასტურებულია ექსპერტიზებით, ნიკა კვინტრაძე იყო ადამიანი, რომელიც გადაიღეთ ცოცხალი, ჰქონდა ხელ-ფეხი შეკრული და რომელსაც შემდეგ ვითომ დენმა დაარტყა და მაღაზიის სახურავზე იყო გარდაცვლილი. ასე რომ, თქვენი ეს ფოტო არის რეჟიმის გასამართლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტკიცებულება." - აღნიშნა სუბარმა.ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 2011 წლის 26 მაისს ნიკა კვინტრაძე პოლიციელებს ჰყავდათ დაკავებული. ბრიტანელი ექსპერტები ამ დასკვნამდე მივიდნენ 26 მაისს გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის, პროზექტურაში მოთავსებული ნიკა კვინტრაძის ცხედრის ფოტოსა და გარდაცვლილის პირადობის მოწმობის სურათის შედარების შემდეგ.

„5-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა…“ – გორში მამა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები

გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.როგორც პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნებოდა საქმეში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.„საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელს ბრალდებულს. ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.სხეულზე, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

გიორგი აბდალაძე – გრიგოლ ვაშაძეს ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, რომ არანაირი დოკუმენტი არ ამიღია სამინისტროდან, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც ჩემზე თქვა, მართლა ჯაშუშიაო, გაგვწირა

გრიგოლ ვაშაძემ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, ეს მართლა ჯაშუშიაო, ჩვეულებრივად გაგვწირა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.კომისიის სხდომაზე აბდალაძემ გაიხსენა მასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის ერთ-ერთი პრესკონფერენცია, როცა ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.„აღიარებით ჩვენებაზე მიმდინარეობდა საუბარი, თითქოს მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რაღაც გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია ავიღე. გრიგოლ ვაშაძის სინდისსა და ნამუსზე იყოს. სად აქვს სინდისი, ნამუსი ან კაცობა, აღიაროს, რომ უდანაშაულო ადამიანი გამიშვა ციხეში, უდანაშაულო ადამიანები გვაწამეს იმის გამო, რომ ვაჟკაცობა არ ეყო, ეთქვა, ამ ბიჭს არანაირი დოკუმენტი არ აუღია საგარეო საქმეთა სამინისტროდანო. ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემდეგ მითხრა, გრიგოლ ვაშაძეს ვანომ დაურეკა და დაახურა თავზეო, რადგან გრიგოლ ვაშაძის პირველი განაცხადი იყო იმის თაობაზე, რომ ამ ბიჭს წვდომა არ ჰქონდა არცერთ დოკუმენტზე. ეს იყო მისი პირველი განცხადება. შემდეგ გააკეთა მეორე განცხადება, პრესკონფერენცია ჩაატარებინეს, სადაც თქვა, რომ რაღაც დოკუმენტები არის, ეს მართლა ჯაშუშია და ამასთან დაკავშირებით უამრავი მტკიცებულება არსებობსო. გაგვწირა ჩვეულებრივად, უდანაშაულო ხალხი გაგვწირა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ბოლო სიახლეები