სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025

ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის ძმასა და ყვარლის მერის მოადგილეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გივი ზაუტაშვილს, მის ძმას ნიკა ზაუტაშვილსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ლევან გელაძეს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა – გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, შესაძლოა, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს, – ამის შესახებ  პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, უბედურება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს.„ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ეს კარგია იმ გაგებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულების სახით ექნებათ, რომ ეს ხალხი უცხოური ინტერესებით მოქმედებს და არა, ქართული ინტერესების შესაბამისად. საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს. ეს იმას ნიშნავს, რაც მათ პროკურორის მხრიდან ბრალი წარედგინათ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცუდის მეტი არაფერია იმაში, რომ საკუთარი ხალხის ნაცვლად, სხვებს ითვალისწინებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.

კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

კინორეჟისორი, ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქართული ტელევიზიისა და კინემატოგრაფიისთვის.ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.მიმდინარე წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის” – ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება

წმინდა მამების ნაწინასწარმეტყველები ბოლო ჟამის ნიშნები, უფრო და უფრო გვარწმუნებს იმაში, რომ ეს დრო შორს არ უნდა იყოს; მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულობები – მათი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ მეორე მოსვლას მოასწავებს.როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:"თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ, უბრალოდ ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს ადვილად გადავიტანთ.ისინი, არ დაიწყებენ, ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, იტყვიან ისინი, ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ. იმ წლებს გადავიტანთ: თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება. ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას, ვინაიდან დიდი მარაგისგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება;მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ.რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს - სამი წელი, სამწელიწადნახევარი; რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს.მე ვნუგეშობ, ჩვენ ჭექა-ქუხილი გველის და ჩვენს ბრძოლას აქვს ფასი, რადგანაც ამჟამად ჩვენი მტერი – ეს ალი ფაშა კი არ არის, არც ჰიტლერი და არც მუსოლინი, არამედ – ეშმაკი. და ამიტომაც ჯილდო ჩვენი იქნება ჯილდო ზეციური.ღმერთმან, ვითარცა სახიერმან, წარმართოს ბოროტება სიკეთედ, ამინ.”ღირსი პაისი მთაწმინდელი (1924-1994)

დონალდ ტრამპი – შეხედეთ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპის თქმით, ის თუ არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომამდე მივიდოდა.„რვა ომი დავასრულე, მეცხრეს დავასრულებ. შეხედეთ იმ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნამდვილად უნდა აკონტროლო მსოფლიო, რადგან ამაში ჩათრეული იქნები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ომში ჩაგითრევენ. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. როდესაც დავბრუნდი, გაოგნებული ვიყავი, რადგან ვითარება მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარებაა

თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, დღეს ბრიუსელი აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა.„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელისგულზე დევს. დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაერო-ს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს, მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო. დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები