დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 20 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.
შარდენბარში დაწყებული ინციდენტი, რომლის მონაწილეებიც ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი თანმხლები პირები იყვნენ, ოქროყანაში დასრულდა. ნაწამები და გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანი მისმა მეგობრებმა 28 იანვარს იპოვეს. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ მკვლელობა ე.წ. სვანურ გარჩევებს უკავშირდებოდა.
5 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. საქმეში ბრალდებულია ასევე დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი. თუმცა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ საქმეზე ჯერ კიდევ ბევრ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის.

