ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025

ღიდა ფაქრი – საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ღიდა ფაქრიმ.

მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე  იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

„შეუძლებელია, არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,“- განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც  რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

„ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს  მსოფლიოში.  ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც  არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,“- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2 300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2025 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ჩინეთმა აშშ-ს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ტიტული წაართვა. ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან 163,4 მილიარდ ევროს მიაღწია, მაშინ როდესაც აშშ-სთან მიმართებით ეს მაჩვენებელი 162,8 მილიარდ ევროს შეადგენს.2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც ჩინეთის 8-წლიანი ლიდერობის პერიოდი დაასრულა, თუმცა წელს პეკინმა პირველობა დაიბრუნა. Reuters-ი ცვლილებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შარშან ბერლინი პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას პოლიტიკური განსხვავებების გამო ცდილობდა.

ნატალი ლუაზო – სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს – მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს – რეპრესიები უნდა დასრულდეს!

სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.„ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგეტიკის აკადემიის გაფართოებულ სხდომას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც ენერგეტიკის დარგში განსახორციელებელი პროექტების, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებისა და ენერგოსექტორში ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომას ესწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და ამავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიტა არაბიძე, ექსპერტები, ასევე ენერგოკომპანიებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სხდომაზე, რომელსაც ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი პაატა ცინცაძე უძღვებოდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის მიმდინარეობისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე საქართველოს ელექტროსისტემაში. დარგის სპეციალისტებმა, მკვლევრებმა და ექსპერტებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკაში ხელოვნური ინტელექტის როლსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძის შეფასებით, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების გააზრებისა და ქვეყნის ენერგეტიკული მომავლის დაგეგმვის მიმართულებით.“სხდომაზე განხილული საკითხები ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეცნიერები, პედაგოგები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საგულისხმოა, რომ ჩვენ ვამუშავებთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ენერგოეფექტურობისთვის, განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისა და ენერგეტიკული სისტემების მართვის ინოვაციური მოდელების შესაქმნელად.განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, რომლის გამოყენებაც ენერგეტიკაში არა მხოლოდ მონაცემთა ანალიზის და სისტემების ოპტიმიზაციისთვის არის შესაძლებელი, არამედ პროგნოზირებისა და ენერგორესურსების მართვის გაცილებით ჭკვიანური მოდელების დასანერგადაც. ვფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ენერგოსექტორში გაზრდის სისტემების საიმედოობას, შეამცირებს დანაკარგებს და პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს მწვანე გარდაქმნების მიმართულებით. მთელ ამ პროცესში კი მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების სინთეზი გადამწყვეტ როლს თამაშობს, რაც აუცილებელია საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისა და ტექნოლოგიური პროგრესისთვის,“ - აღნიშნავს ქეთევან ქუთათელაძე.

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

ევროპარლამენტმა ქართველ და ბელარუს ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდრჟეი პოჩობუტს სახაროვის პრემია გადასცა.„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის სახელობის ჯილდოზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.სახაროვის პრემიის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პლენარულ სესიაზე გამოაცხადა.„ორივე მათგანი არის ჟურნალისტი, რომლებიც ამჟამად ციხეში იმყოფებიან ყალბი ბრალდებებით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ და ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუტი მათ გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება.ჯილდო 50 000 ევროს შეადგენს.ახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ 1988 წელს დაარსდა საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის პატივსაცემად.

დააკავეს პირი, რომელიც არასრულწლოვნების პორნოგრაფიულ მასალებს ავრცელებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შ.ყ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები