ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.
როგორც სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.
ჯამურად, 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა – ნახევარ მილიარდამდე (502,5 მლნ) აშშ დოლარი.

