ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ღვინის ეროვნული სააგენტო – 2024 წელს ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყო წარდგენილი

2024 წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

2024 წელს ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ, ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თინა ბოკუჩავა – ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის აღსრულდება, უბრალოდ, საუბარია ვადებზე, ჩვენი სურვილი და მოთხოვნაა, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები და სახალხო პროტესტს აერთიანებს სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა. ბოკუჩავას თქმით, სასურველია, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები და ეს არის ბრძოლის ნაწილი. „ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ქვეყანაში იქნება თუ არა ახალი არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის, სუს-ის და მის მიერ კონტროლირებადი ცესკო-ს გარეშე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ორად ორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს საყოველთაო, სახალხო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რათა აღარც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩამ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

მარკო რუბიო: მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში, რამდენი მათგანი დაბრუნდება უკან? უკრაინის ინფრასტრუქტურა ნადგურდება ისე, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ასობით მილიარდი დაჯდება მისი აღდგენა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ “არარეალისტურია იმის დაჯერება“, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე, - განაცხადა მან საგარეო საქმეთა სენატის კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც მისი კანდიდატურის დამტკიცებას ეხებოდა. რუბიოს თქმით, აშშ-ს ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ომი შეწყდეს. რუბიომ აღნიშნა, რომ მას სურს, რომ უკრაინაში, რომლის აღდგენასაც თაობები დასჭირდება, მკვლელობა დამთავრდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მილიონობით უკრაინელი უკვე აღარ ცხოვრობს უკრაინაში. „ახლა, როდესაც მე ვსაუბრობ თქვენთან, ნადგურდება უკრაინის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მათ აღდგენას ასობით მილიონი დოლარი დასჭირდება უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი კონფლიქტია. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს ოფიციალური პოზიცია უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს და ისმის კითხვა, რა როლი შეიძლება შევასრულოთ ჩვენ ამაში“, - განაცხადა რუბიომ. რუბიოს განცხადებით, მისთვის სწორი შემდეგი ფორმულირებაა: „უკრაინის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება, პრობლემა იმაშია, რომ მას უკრაინელები უმთავრდება“. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მძიმე სამუშაო იქნება და ამისთვის დიდი დიპლომატია იქნება საჭირო.

ზურაბ ჯაფარიძე: ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ

ახლა მაგიდაზე სამი სცენარი დევს და ჩემთვის სამივე მისაღებია, როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების ადმინისტრირების საკითხებსა და წესებზე. „ჩვენ ვმსჯელობთ, როდესაც ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება, როგორ უნდა ჩატარდეს, როგორი უნდა იყოს ადმინისტრირება, წესები და ა.შ. ამაზე არსებობს ერთიანი ხედვა, ყველა არის შეთანხმებული. განსხვავებული ხედვები არსებობს იმაზე, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს – დასჭირდება თუ არა ამას საკანონმდებლო ცვლილებები,  თუ დასჭირდება, როგორ უნდა განხორციელდეს, თუ არ დასჭირდება, მაშინ რაღაცა სხვა გზა იყოს მოძებნილი. ამაზე მიდის დისკუსია. არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს, ხედვა არის ერთიანი, უბრალოდ დეტალებზეა საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ ახლა მაგიდაზე დევს სამი სცენარი და ჩემთვის სამივე არის მისაღები. ყველა რომ დარჩეს და როცა დრო მოვა, შემდეგ გადავწყვიტოთ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას. გვინდა, თუ გამოვა, იქნებ ერთიან, საერთო სცენარზე შევთანხმდეთ. დღეს-ხვალ შეიძლება შევთანხმდეთ, ან დარჩეს სამივე სცენარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც. მისივე თქმით, შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში. „კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

VIDEO: როგორ გამოიყურება $2,000,000 შეფასებული სახლი ბათუმში – ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

ცნობილი ტიკ-ტოკერის, ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა, რომლის სახლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია. ნახეთ როგორ გამოიყურება ქართველი მილიონერის სახლი ბათუმში ⇓    

ბოლო სიახლეები