ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.
„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია…
ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.
თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.
მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, – წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.