ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
“ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.