ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბადრი ჯაფარიძე – მე თვითონ გირაო გადავიხადე, არ გავუადვილებ რეჟიმს ჩემს დაპატიმრებას, ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის

მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევითაა შექმნილი.„საგამოძიებო კომისია თვითონ არის კანონის მიღმა, რადგან კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავს საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას. კონსტიტუციაში იმპერატიულად წერია, რომ, მინიმუმ, 50% საგამოძიებო კომისიის უნდა შედგებოდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან. მსგავსი რამ არ არის ამ საგამოძიებო კომისიაში, ის არის კონსტიტუციის დარღვევით შედგენილი, არის კანონის მიღმა, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის კანონს მიღმა. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიაზე არმისვლა ვერ იქნება დანაშაული, რადგან თვითონ საგამოძიებო კომისია არის კანონდარღვევით შექმნილი.შემიძლია გითხრათ, რომ მე თვითონ გადავიხადე გირაო. არ მოვუწოდებ არავის, მაინც და მაინც მე მომბაძოს. მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას, მას ეს სურვილი, უკვე დიდი ხანია, აქვს, მეექვსე წელია, გვდევნის. მოყენებული გვაქვს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ მე გადავწყვიტე, არ გამეადვილებინა მისთვის ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა გირაოს არგადახდის გამო. ამასთან, აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც არ იხდიან გირაოს, რადგან საგამოძიებო კომისია არის კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი. ყველა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ასეთ კომისიას, არის კონსტიტუციის დარღვევის მომხრე. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც დამისახელებს ერთ ოპოზიციონერს საგამოძიებო კომისიაში. გთხოვთ, დამისახელოთ ერთი ოპოზიციონერი საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც ერთი კრიტიკული შენიშვნა აქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ მიმართ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.ჟურნალისტმა ბადრი ჯაფარიძეს კითხვა დაუსვა: „გირაოს საკითხი ოპოზიციის შიგნით უთანხმოების საგანი გახდა, მაგალითად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვინც გირაოს იხდის, მათთან შედარებით მორალურ უპირატესობას გრძნობს, როგორ გესმით ეს?“საპასუხოდ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას და თავად ის გააკეთა, რაც მიზანშეწონილად ჩათვალა.„ყველა ადამიანი სუბიექტურად იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის მისი პოზიცია. მე მიმაჩნია, რომ მათ ასევე ჰქონდათ უფლება, არ გადაეხადათ და არ გადაიხადეს. მე რაც ჩავთვალე მიზანშეწონილად, ის გავაკეთე, რადგან ვფიქრობ, რომ არ გავუადვილო ივანიშვილს ჩემი საპატიმროში გამომწყვდევა. ეს იქნებოდა მისთვის ჩემი დაპატიმრების გამარტივება. მათ აქვთ საშუალება, მომიყენეს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას, შეუძლიათ, ამ მუხლით გამასამართლონ და მომისაჯონ პატიმრობა. ეს იქნება მორიგი შეთითხნილი ბრალდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ, გირაოს არგადახდის გამო, არ მიმეცა მათთვის საშუალება, დავეპატიმრებინე“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.ჟურნალისტის კითხვაზე, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე მისვლით მიანიჭა თუ არა ამ კომისიას ლეგიტიმაცია, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გახარიას კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაციის მინიჭების ფუნქცია არ აქვს.„არა, თვითონ გახარიამ პირდაპირ უწოდა არალეგიტიმური, პირდაპირ თქვა მისვლისას, რომ ეს არალეგიტიმურია. ლეგიტიმაციას გახარია ვერ მიანიჭებს. გახარიას არ აქვს ეს კანონით განსაზღვრული ფუნქცია, რომ მისი მისვლით კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაცია მიანიჭოს პარლამენტს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე – ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, ვაპირებთ, ეს დღე ხალხთან ერთად აღვნიშნოთ, ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო შესაბამისად...

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.ბოჟაძის თქმით, ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა ვერასდროს შესრულდება.„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ფაქტობრივად, საქართველოს დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ, ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება. ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, რაღაც შეტაკებები მოხდეს და ა.შ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

თინა ბოკუჩავა – პირადად მე არ გადავიხდიდი ივანიშვილის ხარკს, მაგრამ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი უკანონო გირაოს

ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოზე დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში.„ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილე და მთავარი აქტორი. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი.„ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გია ვოლსკი – არავინ ელოდა, მარკო რუბიო განაცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და კონგრესის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია

არავინ ელოდა, მარკო რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერიმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, კონგრესმა „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე და რუბიოს პასუხი იყო, რომ ყველაფერს სიღრმისეულად ნახავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.„მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს. ამერიკა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესშია რუსეთთან, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. რასაკვირველია, არ უნდათ, მოლაპარაკების პროცესში ახალი თემა წარმოიშვას. იმ კონგრესს უპასუხა, რომელმაც „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე. ამ დოკუმენტში საქართველოს მოკავშირედ ირანი და ჩინეთი გახადეს, რაც არასწორია და ეს ყველამ იცის. აქედან გამომდინარეობდა მისი პასუხიც, რომ ყველაფერს კარგად ნახავენ, სიღრმისეულად ჩაიხედავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდა, რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია. მცდარი რომ არის, ყველამ კარგად იცის. ვერ გამოიყენებენ ამ პროცესს, რამაც პოლიტიკურ ოპონენტებში მხიარულება და ყიჟინა გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურაბ ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილნი. საქმე ეხება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ჯაფარიძეს 20 000 ლარიანი გირაო დაეკისრა, რომლის გადახდასაც, მისივე თქმით, არ აპირებს.თავად ზურაბ ჯაფარიძესაც და მის მხარდამჭერებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დღეს აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობით შეუცვლიან."ვფიქრობთ, რომ დააკავებენ უკანონოდ, იმიტომ, რომ მათ პოლიტიკური ლიდერების გარეთ ყოფნის ეშინიათ. "ქართული ოცნება" შევიდა ჩიხში, რომლიდან გამოსასვლელიც უბრალოდ არ არსებობს. მთავარია, ვიყოთ გარეთ, პროტესტი გაგრძელდეს და ამ ბრძოლას ქართველი ხალხი აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე," - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე.ცოტა ხნის წინ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირედი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს საქალაქო სასამართლოს ეზოში სურდათ აქციის გამართვა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ."ბოლო პერიოდში, ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, სულ ყველგან არის პოლიცია და არის იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით", - აცხადებს ვაჟა სირაძე.

ბოლო სიახლეები