საქართველო ახლოს იყო ევროპულ გზასთან და ახლა ვხედავ, რომ ისინი დისტანცირდებიან, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელიმ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ეს სამწუხაროა. ისიც კი მოვისმინე, რომ არჩევნები იყო რთული. მე არ ვარ რომელიმე მაკონტროლებელი საბჭოს ან ორგანოს წევრი, თუმცა მოვისმინე, რომ ხალხი ახლა ძალიან უკმაყოფილოა. არჩევნები კარგად თუ ჩატარდა, შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. თუ არა, მაშინ უნდა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა. თუ ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს. და კიდევ, სამწუხაროა, თუ ისინი დაშორდებიან ევროპას, ისინი ახლოს იყვნენ ევროპასთან“, – განაცხადა ქსავიე ბატელიმ.
ცნობისთვის, დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა გიმართება. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა, სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც.