“სპორტინგის” ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, 6-თვიანი იჯარით “ლევანტეში” დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ღამურებს” “სპორტინგისთვის” ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, გარიგების განსახორციელებლად კი 1 კვირა აქვთ.
26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ქართველი ფეხბურთელი “სპორტინგის” ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა.
გიორგი ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში “ატლეტიკის” წინააღმდეგ.

