ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი, დაიღუპა.
მეზობლების ინფორმაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა, ხანძრის დროს სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ტიფლისნიუსს” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

