ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ადამიანი კი კლინიკაში შეყვანისას.
გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.