ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

ქობულეთელმა კაცმა ძველი “ჟიგული” „პიკაპად“ გადააკეთა

ქობულეთში ძველ, საბჭოთა მანქანებს, განსაკუთრებით „ვოლგებსა“ და „ჟიგულებს“ ხშირად უცვლიან დიზაინს, თუმცა აჭყვისთაველმა რამაზ ზოიძემ ოჯახის ძველ ჟიგულს ახალი სიცოცხლე შესძინა, როცა „პიკაპის“ ტიპის მანქანად გადააკეთა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც მეპატრონე ამბობს, ავტომობილი სახელოსნოში არ მიუყვანია და ის დამოუკიდებლად შეცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია

კამჩატკაზე მომხდარი 8,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძრვის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ ჰავაის მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მაუის კუნძულის ცენტრალურ-ჩრდილოეთ სანაპიროზე ტალღების სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება. მოსახლეობას კვლავაც მოუწოდებენ, სანაპირო ზოლიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაინაცვლონ. ცუნამი ასევე დაფიქსირდა კუნძულ ოაჰუზეც. ამ ეტაპზე ხელისუფლება მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ არ იუწყება. სტიქიის გამო, ჰავაის მიმართულებით ფრენები გაუქმებულია. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა ჰავაის პორტებიდან კომერციული გემების ევაკუაციის განკარგულება გასცა. ყველა ნავსადგური ამჟამად დახურულია.ცოტა ხნის წინ ცუნამი ასევე დაატყდა თავს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთსაც. კერძოდ, ივატეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ კუძისთან ტალღების სიმაღლე 1,3 მეტრს აღწევს. იაპონიის ხელისუფლებამ წყნარ ოკეანეში სიტუაციის მონიტორინგში ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები ჩართო. სტიქიის გამო ევაკუირებული იყვნენ 2011 წლის მარტში დაზიანებული ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები. დროებით შეჩერდა ჩქაროსნული მატარებლების ნაწილის მოძრაობაც. დაზარალებულებისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა 30 ივლისს, ღამით მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. შედეგად დაიტბორა კურილიის კუნძულებზე მდებარე ქალაქი სევერო-კურილსკი. რუსული მედიის ცნობით, სტიქიის გამო სახალინის რეგიონში, კურილიის კუნძულების ჩრდილოეთით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. მედია ასევე ავრცელებს ცნობას, რომ მიწისძვრის შემდეგ კურილიის კუნძულებზე 2,7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანდა შენობები. კამჩატკაზე მიწისძვრის შემდეგ ათეულობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში 30 ივლისს ღამით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ასევე ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.

ტატა ხვედელიანი – თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას, აქტიურ ფაზაში ვართ

„გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს ზოგადი სახის კონსულტაციები როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.ტატა ხვედელიანის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტულ კანდიდატურებზე ვერ ისაუბრებს.„ძალიან ბევრი განსახილველი საკითხია, განსახილველი კანდიდატურები, შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ აქტიურ ფაზაში ვართ შესული, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას. 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა, რათა წარვადგინოთ მისაღები კანდიდატურები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ძალიან ღირსეულები, იქნებიან კონსენსუსის გზით შერჩეულები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი გადაწყვეტილება მისაღები იყოს იმ პარტიების ამომრჩევლებისთვისაც, ვინც ირჩევს ბოიკოტის გზას.ჯერ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ დაგეთანხმებით და ვერ გესაუბრებით. გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები, არც სუს-ის მიერ ან პროპაგანდისტული მედიების ქარდები“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.რაც შეეხება, იყო თუ არა განხილული ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა, ტატა ხვედელიანის თქმით, ბევრი კანდიდატურა განიხილება და დღეს კონკრეტულ კანდიდატურაზე ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.„როგორც კოლეგას, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს. ბევრი ადამიანი და კანდიდატურა განიხილება ჩვენსა და „ლელოს“ შორის. სამუშაო პროცესია და კონკრეტულ კანდიდატურაზე არც დაგეთანხმებით და არც უარვყოფ. თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

შალვა პაპუაშვილი – ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, საქართველომ აირჩია მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო დაძაბულობითა და არასტაბილურობით ცნობილ რეგიონს მიეკუთვნება და მშვიდობის მიღწევის მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. ომისა და ოკუპაციის გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობის, რეფორმების, დემოკრატიული განვითარებისა და ინოვაციების გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღდგენის ერთგული და კონცენტირებულია ომით დაზარალებული საზოგადოებების შერიგებასა და ჩართულობაზე. მისივე განმარტებით, სამშვიდობო ინიციატივები თანდათან ნდობის საფუძველს ქმნის, რაც მშვიდობის პირველ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.„ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები არასტაბილურობისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა და ამ მიმართულებით წინსვლისთვის ბევრი ნაბიჯი გადავდგით. სამწუხაროდ, დღესდღეობით მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები მოიცავს არა მხოლოდ ომებსა და კონფლიქტებს, არამედ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც ერების სუვერენიტეტის უპატივცემულობისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევიდან მომდინარეობს. საქართველოში ჩვენ ვიხილეთ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობის შედეგები, რომლის მიზანსაც პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში უცხოური ინტერესების ჩანერგვა, არეულობის წახალისება და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დასამხობად ძალადობრივი დემონსტრაციების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა. ის უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, მშვიდობა ეფუძნება არა მხოლოდ სამხედრო კონფლიქტების არარსებობას, არამედ ერების სუვერენიტეტის, მათი ეროვნული ინტერესების, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.„პარადოქსულია, რომ ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და დემოკრატია, დღესდღეობით ყველაზე დიდი ინოვაციაა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ თითოეულ თქვენგანთან ყველა იმ ინიციატივაზე, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც მშვიდობა, სუვერენიტეტი და დემოკრატია საერთო და დაფასებული რეალობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი – გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად, დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად. დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან პირველი დონის ხელისუფლება აირჩევა.„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ივლისს წარმადგენენ მერობის კანდიდატად ჩვენი კოალიციაც და გახარიას პოლიტიკური ჯგუფიც. 31 მოვა, აღდგომა და ხვალეო, და ვნახოთ, აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია. ორი დღე დაელოდეთ და გაიგებთ წარმადგენენ, არ წარმადგენენ თუ ვის წარადგენენ საერთოდ. ბევრ კანდიდატურასთან დაკავშირებით არის მსჯელობა. 31-ში დაელოდეთ და მიხვდებით, რომ ძალიან დიდი ტყუილი დააბრეხვეთ.თვითმმართველობის არჩევნები, მე რომ მკითხოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში, რადგან ეს არის პირველი დონის ხელისუფლება და ხალხს ყველაზე მეტად რაც სჭირდება, ის პრობლემები უნდა მოაგვაროს თვითმმართველობამ, როგორც საკრებულოებმა, ასევე გამგეობებმა, მერიებმა. თუმცა ვხედავთ, რომ დღესაც ზუსტად იმ ადგილას ვართ, რომ ეს მოღალატეების ხელისუფლება ერთადერთი რამით არის დაკავებული, არჩევნების წინ მოგვატყუოს და არჩევნების მერე არ გააკეთოს არაფერი, თან ფული მოიპაროს. აი, ამ პროექტზე ვართ ახლა მოსულები. აქ ახლა უნდა დაქროდეს და დაგრიხინებდეს მიწისზედა მეტრო. სამგორის მეტროდან უნდა ჩამოიშხუილოს აქ, ლილოსთან და 2021 წლიდან რუსთავისკენ უნდა უხვევდეს მარჯვნივ. ან მარჯვნივ გადახვეული მეტრო მანახეთ, ან მარცხნივ გადმოხვეული მეტრო, არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ. თქვენც, მეც და ყველას მოჰპარეს 12 მლნ ლარი არაფერში. ტენდერი გამოაცხადეს, კვლევა გააკეთეს და შემოდეს თაროზე. ან გააკეთეს ის კვლევა, ან არ გააკეთეს საერთოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ამბავი უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქშიც“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – დღეს შევხვდებით აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებს, გვინდა, ევროპელმა პარტნიორებმა ზუსტად იცოდნენ, რა ხდება საქართველოში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია დღეს შეხვედრებს გამართავს აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების სპიკერებთან.სამხარაძის განმარტებით, შეხვედრებზე საუბარი იქნება სხვადასხვა თემაზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, სპიკერებს მიაწოდებენ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, საუბარი შეეხება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.„რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, აქ მსჯელობის მთავარი თემა იქნება შიდა პოლიტიკური ვითარება, თვითმმართველობის არჩევნები და ევროინტეგრაცია. ასევე, ის სიძნელეები, რომლებიც ამ გზაზეა. გვინდა, ევროპელმა პარტნიორებმა პირველ წყაროდან ზუსტად იცოდნენ, რა ხდება საქართველოში და რატომ არის ეს პროცესი შეჩერებული. მათ კანონებთან დაკავშირებითაც მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები