ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკდვილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით (რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) გარდაცვლილი ქალის ქმარი დააკავა.