სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025

ქეროლაინ ლივიტი – დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდოა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს დონალდ ტრამპი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე, პრესმდივანმა უპასუხა: „პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას“.

„მან ამის შესახებ ისაუბრა დიდ ბრიტანეთში, თავისი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის გვერდით. ის გრძნობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არაფერი მოაქვს მძევლების გასათავისუფლებლად, რაც ამჟამად ღაზაში მთავარი მიზანია. ეს გადაწყვეტილება არაფერს აკეთებს ამ კონფლიქტის დასასრულებლად და ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა ლივიტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის შესაძლებლობა "შევინარჩუნოთ, რომ ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ"."ამის დრო მოვიდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულების გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართ, ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.ამასთან, მისი თქმით, „ღაზაში მიმდინარე ომს არაფერი ამართლებს“.„ეს ომი საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები და სტუდენტები მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერების ფესტივალში, რომელიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში - ზუგდიდში, ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისსა და თელავში, იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფესტივალზე წარადგინა მრავალფეროვანი სამეცნიერო მიღწევები, ინოვაციური პროექტები და სტუდენტთა ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგებს.სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, ექსპოზიციებმა ფართო ინტერესს გამოიწვია ფესტივალის სტუმრებს შორის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მეცნიერულ განვითარებასა და ინოვაციების ხელშეწყობაში.„მეცნიერების ფესტივალი განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის როგორც აკადემიური სივრცისთვის, ასევე ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ქვეყნის სამეცნიერო განვითარებაში შეტანილი წვლილის გაცნობიერება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ მსგავს ღონისძიებებში, ეს მათთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების, არამედ კვლევით საქმიანობაში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ინოვაციური პროექტების ინიცირებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენს 13 ფაკულტეტსა და 15 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე მრავალმხრივი კვლევითი საქმიანობა აშკარად ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მნიშვნელოვან როლს როგორც ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრესის, ასევე გლობალური სამეცნიერო დისკურსის კონტექსტში.ვფიქრობ, სტუდენტთა ჩართულობა მეცნიერების პოპულარიზაციაში არის არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას, რომელიც განაგრძობს მეცნიერების წინსვლას და საქართველოს ინტელექტუალურ პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.ინფორმაციისთვის: მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მეცნიერების ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.მეცნიერების ფესტივალი, რომელიც 17 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა, 10 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, ღია ლექციები და საჯარო დისკუსიები. ამასთანავე, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა ინტერაქტიური გამოფენები და ექსპერიმენტები, სტარტაპებისა და ინოვატორების პრეზენტაციები.

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო....ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში. მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს, თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გასწირავდა მარიონეტული ომისთვის, საიდანაც გვითრევდა მაშინ ბევრი".განაცხადა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე — "გიორგი გახარიას მსგავსად შეიძლება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს კავშირი

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში მე-12 ადგილზე გავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა, – ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football-ი ავრცელებს.ქართველმა მსოფლიო ფეხბურთის ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი, დეზირე დუე და სხვები არიან.„პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად კვარაცხელიამ 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი მოიგო.2023 წელს საქართველოს ნაკრების ლიდერი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მე-17 იყო.2025 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მოგვიანებით გახდება ცნობილი. ლიგა 1-ში „მარსელთან“ გადადებული მატჩის გამო „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების უმეტესობა დაჯილდოების ცერემონიას ვერ ესწრება, მათ შორისაა კვარაცხელიაც. ფრანგული გუნდიდან ჯილდოზე ცხრა მოთამაშე იყო ნომინირებული. 

შალვა პაპუაშვილი – არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც...

არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის – არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდის გამავრცელებელი საკუთარ სახელმწიფოს პატივს სცემს.„არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის. არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარად გამშუქებელი პროპაგანდისტული მედია არ არის. არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის. არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ პროპაგანდის დაფინანსება ევროპულ ღირებულებაში ჯდება. და რაც მთავარია, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ამ პროპაგანდის გამავრცელებელი საკუთარ სახელმწიფოს პატივს სცემს“, – წერს პაპუაშვილი. 

ბოლო სიახლეები