ორშაბათი, ივლისი 14, 2025

ქეთი ხატიაშვილი ილიას სახალისო ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც დედის ნათქვამზე იძინებს

ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი სოციალურ ქსელში დავით კაჭარავას და მისი ვაჟიშვილის ილიას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.  როგორც ქეთი ხატიაშვილი წერს, ვიდეო 1 წლის წინ არის გადაღებული.

„ძალიან საყვარელი და გემრიელი ბავჩვიკია“, „აი როგორი ჭკვიანია და დამჯერი კაცუნია “, „უსაყვარლესია “, „საყვარელი ოჯახი ხართ!!“, – აღნიშნავენ კომენტარებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქუთაისში ორი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა-ავტოსაგზაო შემთხვევას ორივე მძღოლის  სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.“ინფო იმერეთს” ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, რომ 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს.არხის ცნობითვე, ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.ამ წუთებში ბაჩიაშვილის ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულებისკენ მიემართებიან.„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ელოდება. სააგენტო ცდილობს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებასაც.

გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე ზეწოლა იყო ჯერ კულისებში, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა რეზოლუციების დონეზეა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

ევროპული ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურად აფასებენ დემოკრატიის, გამჭვირვალობის მიმართულებით, ამის ფონზე კი, ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს, რასაც უკვე არავინ აღარ იჯერებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ახლა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.გურამ მაჭარაშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას უსამართლოს უწოდებს.„ასეთი უსამართლო განცხადება მორიგ ჯერზე ხდება იმის მტკიცებულება, რასაც გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ვამბობთ. სამი წლის წინ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე პირდაპირი ზეწოლა იყო. ეს ზეწოლა ჯერ კულისებში იყო, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა კი რეზოლუციების დონეზეა გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა“.

„ლელოს“ უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – ლანა გალდავა

სამი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებზე დასარეგისტრირებლად პარტიებს ვადა 17 ივლისამდე აქვთ. სწორედ რეგისტრაციის შემდეგ მიანიჭებენ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომრებს. მანამდე არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველო" დღეს არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ."ლელოს" უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება და ჩვენ გადაჭრით ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ოპოზიციის ოპოზიციაში ვერ ვიქნებით, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური კოალიციის, პოლიტიკური პარტიის ბრძოლის საკუთარ სტრატეგიას და ხაზს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო არის აქტიური ბრძოლა, აქტიურ ბრძოლაში ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტად მივიჩნევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ლანა გალდავა.მათი მისამართით ისევ მწვავე კრიტიკა ისმის. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია."ვინც გადაწყვიტა ამ სპირალში შესვლა, მათთვის პოლიტიკა არის დასრულებული, ისინი პოლიტიკურად არიან დასრულებული და წარსულებზე აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი. პასუხი უნდა იყოს მკაცრი, უნდა იყოს წინააღმდეგობა ბოიკოტთან ერთად", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.

ლევან კალაძე იუბილარია – როგორ მიულოცეს კახიმ და ანუკიმ შვილს დაბადების დღე

თბილისის მერის, კახი კალაძისა და დიზაინერ, ანუკი არეშიძის უფროსი ვაჟი, ლევან კალაძე იუბილარია.ის 16 წლის გახდა.ანუკი არეშიძე და კახი კალაძე უფროსი ვაჟიშვილის ფოტოებს აქვეყნებენ და ბუბუს დაბადების დღეს ულოცავენ.ნახეთ, კადრები.

ბოლო სიახლეები