ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

ქეთევან ციხელაშვილი – საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, საუბარია აფხაზებთან და ოსებთან არაპოლიტიზებულ ფორმატზე

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. ციხელაშვილმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპასუხო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, ნახსენებია აფხაზებთან და ოსებთან საუბარი არაპოლიტიზებულ ფორმატში, რასაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები.

„პრემიერის განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი და მომენტი, რომელიც მათ შორის რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა გახლავთ. ამაში კონფლიქტის მოგვარებას ვგულისხმობ და მთავარი გამოწვევის დაძლევას, რომელიც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამის ნაწილია სწორედ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია. ამიტომ, ქმედითი პასუხი ბუნებრივია, ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემა იქნებოდა, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება და არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა არამედ იმის გამო, რომ ეს დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უკავშირდება.

რაც შეეხება ჟენევაში რუსეთის მონაწილეობას. ჟენევის ფორმატი, რომელიც ფართო საერთაშორისო ჩართულობით ფუნქციონირებს, მთავარი და ერთადერთი ფორმატია რუსეთთან დისკუსია სწორედ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი კონსტრუქციულად ჩაერთვებიან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საკითხები რომლებიც დღის წესრიგში 2008 წლიდან დგას და დიდწილად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს რუსეთის მხრიდან შესრულებას უკავშირდება, რომ ამ საკითხებზე რეალური პროგრესი იქნება, ისევე, როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ქართული მხარე ყოველთვის კონსტრუქციული გახლავთ და მუშაობას ამ რეჟიმში გააგრძელებს.

რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით შიდა თუ გარე აუდიტორიებისთვისუნდა განვმარტოთ. რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა. ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები. ეს არხები გარკვეულ დონეზე დღესაც ფუნქციონირებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატში გარკვეული პროგრესის მიღწევა მათი ამოცანაა.

„ჩვენი ამოცანა გახლავთ და ამას ხაზს კიდევ ერთხელ ვუსვამ, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ერთი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჟენევის ფორმატში იყოს გარკვეული პროგრესი მიღწეული იყოს და მეორე მხრივ, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგი ფართო კონტექსტში განვავითაროთ, რომელიც ნდობის მშენებლობის და შერიგების ამოცანებში ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება სწორად უნდა გავიგოთ და ის არ ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ის თავად გაემგზავრება.

„განცხადება სწორად უნდა გავიგოთ. აქ საუბარი მზაობაზე იყო, რომ მათ შორის, უმაღლეს დონეზე ჩართულობითაც შესაძლებელი იქნებოდა, წარმოგვედგინა ჟენევის ფორმატში დისკუსიების წარმოება. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი მომდევნო რაუნდზე გაემგზავრება. ეს ის საკითხებია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და ბუნებრივია, მზაობა და პოლიტიკური ნება ასევე მეორე მხრიდან სჭირდება. ამიტომ, ჩვენ მზაობას ვადასტურებთ ზოგადად ჟენევის ფორმატში მონაწილეობის თვალსაზრისით იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. კონსტრუქციულები და ორიენტირებულები იმაზე ვიქნებით, რომ პროგრესი ძირითად საკითხებზე მიღწეული იყოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები