“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.
პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.
ამასთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.