ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქე გახდა

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხის საპატიო მოქალაქე გახდა. ეს სტატუსი მას ლენტეხობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიენიჭა. ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად ლენტეხის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცათ კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს და ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს რაჭა-ლეჩხუმის მხარეში გოჩა ენუქიძეს.

ვარლამ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს საპატიო ლენტეხელი. ამასთან, დელეგატმა მიულოცა საპატიო ლენტეხელის წოდების მიღება ამ სტატუსის მქონე დანარჩენ პირებს და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი ამ ტიტულს ღირსეულად ატარებს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – „საპარლამენტო კომისიის” დასკვნა დამადანაშაულებს მე „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და საფუძველს შექმნის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დე იურედ ცნობისთვის

ივანიშვილის მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, აგვისტოში იგეგმება მოგონილი „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დაადანაშაულებს მას და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში.„ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს. ეს თავისიანების დაჭერის და დევნის სანტა-ბარბარა ჩემი აზრით, არის ყურადღების გადატანა მთავარი ბოროტებისგან, რის ჩადენასაც აპირებს ქართული მაფიოზური სისტემის დირექტორი. მისი მთავარი ჩანაფიქრია პროვოკაციების მოწყობა, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ხელისუფლების შეიარაღებულ დამხობაში მონაწილეობის დაბრალება, მათი დაპატიმრება და პარტიების აკრძალვა, ტელევიზიების დახურვა.7 აგვისტოს, წინ ის უმზადებს დიდ საჩუქარს თავის პატრონებს ეფესბეში, კერძოდ, რუსების მიერ მოგონილ „საპარლამენტო კომისიის” დასკვნის გამოქვეყნება, რომელიც დამადანაშაულებს მე და შესაბამისად საქართველოს „დანაშაულებრივი ომის” დაწყებაში და შესაბამისად, საფუძველს შექმნის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილობრივ, დე იურედ ცნობისთვის.რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი აგვისტოში – ზუსტად იმავე მიზეზით, რამაც გამოიწვია რუსების ჩვენზე თავდასხმა აგვისტოში. ამ დროს ხალხი ძირითადად ისვენებს, დასავლელი პოლიტიკოსების უმრავლესობა შვებულებაშია და ბოლოს და ბოლოს ძალიან ცხელა და ესეც ხელს შეუწყობს ყურადღების გაფანტვას.ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ყველაფერი, რაც მიმდინარეობს, არის კრემლის ერთიანი გეგმის ნაწილი. რაც ასევე გულისხმობს ჩემთვის მძიმე ბრალდებების წაყენებას, როგორც მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკისთვის და აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებისთვის. ივანიშვილის ასეთი პროგნოზირებადობა კიდევ უფრო დააჩქარებს ქართველი ხალხის გამარჯვებას. ძალა ერთობაშია!“- წერს სააკაშვილი. 

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს.ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.კახა კალაძე თბილისის მერად მესამე ვადით იქნება წარდგენილი.კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017 წელს, მეორე ვადით კი, 2021 წელს აირჩიეს.

ახალი კვლევა-ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ძილის ნაკლებობა — ახალი კვლევა

ახალი ამბების სტატიებსა თუ სოციალური მედიის პოსტებში გამუდმებით გვახსენებენ, რომ მეტი უნდა გვეძინოს. ალბათ აღარ გსურთ იმის მოსმენა, რომ არასაკმარისი ძილი საზიანოა თქვენი თავის ტვინისთვის, გულისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანზე და სექსუალური ლტოლვაზე.იდეალური რაოდენობამიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ცოტა სძინავს, ზოგს კი მეტი, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სხვაობებზე, მაგრამ ეს სხვაობები ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.ძილი დამოკიდებულია ასაკზეც. თინეიჯერებს ხშირად დიდხანს ძილი უნდათ და შეიძლება ამის ფიზიკური საჭიროებაც ჰქონდეთ. თინეიჯერების ძილის რეკომენდებული რაოდენობა ზრდასრულებზე ოდნავ მაღალია — რვიდან ათ საათამდე. ისინი შეიძლება უფრო გვიან იძინებდნენ და გვიან დგებოდნენ.დიდხანს ძილის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ ხანდაზმულებსაც. თუმცა, თუკი მათ ძილის დარღვევა არ აქვთ, საჭირო ძილის ოდენობა იგივეა, რაც მათ ახალგაზრდობაში იყო.ზრდასრულთა უმეტესობისთვის საჭირო ძილის რაოდენობა შვიდიდან ცხრა საათამდეა — ჯანმრთელობისთვის იდეალური ვარიანტი.ამას გარდა, ხშირად მხოლოდ ძილის რაოდენობა არაფერს ნიშნავს. კარგი ხარისხის ძილი და დაძინებისა და გაღვიძების თანმიმდევრული დრო თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის ასეთივე მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა.გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოში მრავალ ადამიანს რეკომენდებული რაოდენობით არ სძინავს, უფრო იმაზე უნდა ვფოკუსირდეთ, რომ საკმარის ხანს გვეძინოს, ვიდრე გვაღელვებდეს ზედმეტი ძილი.იმისათვის, რათა ღამით კარგად დაიძინოთ, მეტი დრო გაატარეთ დღის სინათლეზე და დღის განმავლობაში აქტიური იყავით, ეცადეთ, შეეჩვიოთ დაძინებისა და გაღვიძების რეგულარულ დროს. დაწოლამდე ერთი საათით ადრე თავი აარიდეთ ეკრანებს, დაკავდით რაიმე მომადუნებლით და დარწმუნდით, რომ თქვენი საძინებელი წყნარი, ბნელი და კომფორტულია.თუ შენიშნეთ, რომ რეგულარულად იმაზე მეტხანს გძინავთ, ვიდრე გჩვეოდათ, შეიძლება ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცაზე განიშნებდეთ.მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

გიორგი ვოლსკი: სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას

სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.„რასაკვირველია, ტყუილებზე უკან არ დაიხევენ. სიცრუის ის დონე, რომელიც გვიჩვენა ევროპარლამენტმა, სახელმძღვანელოებშია შესატანი, თუ როგორ მართავს „დიფ სთეითი“ მსოფლიოში ვითარებას. როგორ ცდილობენ, პატარა ქვეყნები, მათ შორის საქართველო ჩაითრიონ იმ უბედურებაში, რაც ევროპის შუაგულში დაატრიალეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.ცენტრალური საარჩევნო კომისია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია „გაყალბებულად“.

შალვა პაპუაშვილი – მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს

მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, სასამართლო საქმეს განიხილავს და ჭეშმარიტებას დაადგენს.„დეზინფორმაციის წყარო მამუკა ხაზარაძეა. ეს მისი ტელევიზიაა, რომელიც ასეთ თეორიებს აწყობს. ცნობილია, რომ ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაშია და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის იმართება. თუმცა, მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თავად თაღლითობისთვის არის გასამართლებული, ქონება კი მევახშეობით აიწყო, გასაგებია, რომ მისთვის გაუგებარია, ქველმოქმედება რა არის და ამიტომ ცდილობს, ასეთი დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს. ხელის გულზე დევს ის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. სასამართლო არსებობს და განიხილავს, ამ საკითხს, ჭეშმარიტებას დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები