ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში – შარვაშიძისა და ავტომშენებლის დასახლებაში გაიმართა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სურს პირადად მოისმინოს იმ ქუთაისელების პრობლემა თუ მოსაზრება, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს.

“ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. არიან მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე მოსვლას, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად ვესტუმრო მათ, გავაცნო საარჩევნო პროგრამა და მოვისმინო რა აწუხებთ, რომელი ყოფითი პრობლემა აქვთ პირველ რიგში მოსაგვარებელი, რას მიიჩნევენ თავიანთ ქუჩებზე  და საკუთარ ქალაქში შესაცვლელად. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო აზრს ვისმენ ჩემი თანამოქალაქეებისგან, მაქვს გარკვეულწილად იმ საკითხების მონახაზი, რომელიც სწორედ მათი შეხედულებების გათვალისწინებით გაკეთდება”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტიერი მარიანი – 26 ოქტომბრის შემდეგ დღე არ გასულა, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში, ეს დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყდეს

26 ოქტომბრის შემდეგ დღე არ გასულა, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში, ეს დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ  ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და მათ არჩევანს პატივი უნდა სცენ. „1ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩმა ისაუბრა ვითარების მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე. ეს იყო თვალთმაქცური გზავნილი. შვედეთის პრესსპიკერმა თქვა, რომ ქართველები ქუჩებში უნდა გავიდნენ და ეს იყო ინსტრუქცია, სადაც ნათქვამი იყო – გახსოვდეთ მაიდანი. 26 ოქტომბრის შემდეგ დღე არ გასულა, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს დესტაბილიზაციური ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ სურს საბჭოთა კავშირის მსგავსად მოქცევა. 26 ოქტომბერს ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ისინი არ არიან მოსკოვის ვასალები და არც ბრიუსელს ექვემდებარებიან. ისინი თავისუფალი ევროპელები არიან, რომელთაც სურთ, დარჩნენ ქართველებად. მოდით, პატივი ვცეთ მათ არჩევანს“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაუქმების და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება, საქართველომ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რაც მალე მიხვდებიან, მით...

„უცხოური გავლენისა“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონების გაუქმებისა და რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. „26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა, რათა აერჩია ახალი პარლამენტი. ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე საარჩევნო კამპანიის დროსაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს და ხუთ სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში გამართული არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ამ დელეგაციამ წარმოადგინა კრიტიკული კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც აღინიშნა არჩევნების პროცესში. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები ჩამოუვარდებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ელოდები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ სარგებელი მიიღო არათანაბარ პირობებში. მათ გამოიყენეს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რათა მოეხდინათ ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და ახდენდა საკუთარი თავი პოზიციონირებას, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალისა, რომელსაც შეეძლო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველო პროგრესს აღწევდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ჩაახშო განსხვავებული მოსაზრებები. ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დაყოფილი იყო და არ ჰქონდა მმართველი პარტიის მსგავსი რესურსი. არჩევნების შემდეგ რამდენიმე ათასმა ქართველმა გამართა მშვიდობიანი დემონსტრაციები და გააჟღერა უკმაყოფილება არჩევნების შედეგებისადმი და იმის მიმართ, როგორ იყო ჩატარებული ეს არჩევნები. ბევრი მათგანი აფრიალებდა ევროკავშირის დროშებს. ჩვენ როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება და არა მარტო ქართველებს. ამ გადამწყვეტი მომენტის შემდეგ, ევროკომისიის სახელით მინდა, სამ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი – ივნისის შემდეგ ევროკავშირმა შემართული პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით ჩვენ დავწიეთ დაბლა პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკული დახმარება – 30 მილოონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობისადმი პირდაპირი დახმარება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის შედეგად ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც წარმოადგენს, ისევე, როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ შემადგენელს. მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია მტკიცე საჯარო განცხადებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უპასუხოს სერიოზული დარღვევების შესახებ ცნობებს. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და მოხდეს შეთანხმება პოტენციურ დამატებით ზომებზე. და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე გაწერილია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის ცხრა  ნაბიჯის შესრულებისადმი, რომლებიც იდენტიფიცირებულია კომისიის მიერ. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები დაწესებულია და მკაფიოა – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესია“, – განაცხადა სხინასმა.

VIDEO: ვფიქრობ, ღვთის მადლით, არეულობა აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა აღარ იქნება – მამა შალვა კეკელია

„მე ვფიქრობ, ღვთის მადლით, არეულობა აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში და დაძაბულობა აღარ იქნება...“ -ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „ისეთი განწყობა მაქვს, რომ ქვეყანა არ აირევა და ის, რაც მოხდა 90-იან წლებში, ქართველი-ქართველს ტყვიას ალბათ აღარ ესვრის. შინაგანი ეჭვი მაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვჭამთ“ - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.  

კახა კალაძე: „ნაცმოძრაობის“ ხმები გადაუნაწილეს სხვა პარტიებს – გვარამია-ხაზარაძე-გახარიას. მცდელობა აქვთ საზოგადოებას აჩვენონ, რომ „ნაციონალური მოძრობა“ კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ ახალი პარტიებიც...

ქართულმა ოცნებამ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ეს პირველ რიგში იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ღირსებას, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში თბილისის მერმა, კახა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის „უცხოელმა პატრონებმა“ თავის მხრივ, სერიოზული შედეგი დადეს - ნაციონალური მოძრაობის ხმები გადაანაწილეს გახარია-ხაზარაძე-გვარამიას პარტიებზე, რითაც ცდილობენ შექმნან სურათი, თითქოს „ნაცმოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ. „ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მათ არ გაუაზრებიათ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ამ ქვეყნის მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას და არა გარედან ვიღაცების კარნახით და ასე იქნება მომავალშიც. რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ეს პირველ რიგში იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ღირსებას. ხალხი ხედავს საფრთხეებს, ხედავს გამოწვევებს თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ რეგიონში მაგრამ არ ვიქნებით ჩვენ სწორი და მართალი, თუ ჩვენს მოწინააღმდეგეებს არ შევაფასებთ. არ ვსაუბრობ ქვეყნის შიგნით წვრილფეხა რადიკალებზე, ე.წ. პოლიტიკოსებზე, მათ აზრიც არ მოეკითხებათ. მინდა მათ პატრონებზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა - სერიოზული შედეგი დადეს და რა თვალსაზრისით: მათ დაიწყეს მუშაობა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ქვევით დაეწიათ, ნაცმოძრაობის ხმები გადაუნაწილეს სხვა პარტიებს. ნაციონალური მოძრაობის ის ძირითადი ბირთვი გადანაწილდა გვარამიაზე, ხაზარაძეზე, გახარიაზე. მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაციონალური მოძრობა კი მძიმე წარსულის მქონე პარტიაა, მაგრამ აგერ არიან ახალი პარტიები. თუმცა ინდივიდუალურად პიროვნებებზე თუ დ დავალთ, ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული კრიმინალები და რადიკალები არიან. თუნდაც, გვარამია ნაციონალურ მოძრაობის პროკურორი იყო და მის გვარს რომ ახსენებ, ასოცირდება ყველანაირ ბოროტებასთან და სიბინძურესთან“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე: მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ

მცდელობა არის მაქსიმალურად იმის, რომ როგორმე მოახერხონ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა თუმცა არანაირი რესურსი ამის არ გააჩნიათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ყველა ხედავს რამდენად ყალბია ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები, რადგან ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების მიუხედავად, პროკურატურაში მტკიცებულებების წარდგენა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. „ქვეყანაში არ არსებობს მუხტი იმისა, რომ რევოლუცია მოხდეს, გადატრიალება. ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. და როდესაც ეს ყველაფერი ყალბია, რაზეც საუბრობენ, რაზეც მიუთითებენ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს გაყალბების. ხალხი ამას ხომ გრძნობს ხომ უყურებს ამას, იგივე ის უცხოელებიც ხომ უყურებენ ამას?“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება მუქარებს პარლამენტის პირველი სხდომის ჩაშლასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით ის არ აპირებს გააკეთოს შეფასებები „ისეთი სასაცილო ადამიანის განცხადებებზე, როგორიც გვარამიაა“. კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თუმცა ეს არ უნდა გასცდეს კანონის ჩარჩოებს.

ბოლო სიახლეები