ორშაბათი, მარტი 3, 2025

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში – 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა.

2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა. მისი მეწყვილე კარინა საფინა იყო.

ამავე ტურნირზე ინგა გურგენიძე დღეს თავისუფალი პროგრამით წარდგა და ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 183.04 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამაში მან სეზონის საუკეთესო შედეგი 67,47 ქულა აჩვენა და მცირე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს პირველობაზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პირველი საჯარო გამოჩენა: ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს აქვეყნებენ

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ვაჟის ფოტოები სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნეს. გიორგი 2023 წელს დაიბადა და წყვილი წელს გოგონას მშობლებიც გახდნენ, რომელსაც ნინა დაარქვეს.ნახეთ ფოტოები ↓

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დედოფლისწყარო, სოფელი ძველი ანაგაა.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.ცნობისთვის, მიწისძვრა დედოფლისწყაროში პირველ მარტსაც მოხდა. ეპიცენტრი სოფელი ხირსა გახლდათ.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ხატია დეკანოიძეს 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის გამოწერის შესახებ ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.„რუსთაველზე პატრულის ორი ეკიპაჟი მაჩერებს ვინაობის გადასამოწმებლად. გვაინტერესებს ამ ავტომანქანას ვინ მართავსო და მომცეს 5000-ლარიანი ქვითარი“, - წერს დეკანოიძე.

“ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი სარგებლის გარეშე – ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი...

შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მშვიდობისკენ სწრაფვის ნაცვლად, ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია."ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინა უნდა მიისწრაფოდეს მშვიდობისკენ, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს უკანასკნელი ზელენსკის არჩევანი იყო. ახლა მას სურს ამის ისევ გაკეთება. ეს არის სასტიკი და არაადამიანური", – წერს მასკი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება, ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები

ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება და ამისთვის ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი უსაფრთხოების გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე.ამიტომ, აქცენტი არის არა მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე, არამედ მაგალითად, ენერგოსისტემის უზრუნველყოფაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ დროთა განმავლობაში ეს იყოს ძლიერი და მდგრადი ქვეყანა. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება.ამისთვის, მე 6 მარტს, ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული მიდგომა, მაგრამ ასევე წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ მეტი ფისკალური სივრცე, რომ განახორციელონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. საქმე ეხება პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ინვესტიციების გაზრდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, უარესისთვის მომზადება და ამიტომ თავდაცვის გაძლიერება გადამწყვეტია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.აშშ-სთვის მისი გზავნილის შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეგიძლია შენს მეზობელთან შეჭრა, დაშინება ან არ შეგიძლია ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის მომავალი ომების თავიდან აცილება, რომ ძალიან ნათელი გავხადოთ, ეს წესები მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიები ერთად დგანან ამისთვის“.

ბოლო სიახლეები