ქართველმა პარაათლეტებმა წარმატებით იასპარეზეს პარატაეკვონდოში რიო G-2 კატეგორიის ღია ტურნირზე.️
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია:ანა ️️ჯაფარიძე (-52კგ) რიოს ღია ტურნირის გამარჯვებულია.
ლია ჩაჩიბაიამ (-47კგ) და გიორგი ნიკოლაძემ (-70კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ნატა ოჩიგავა (-57კგ) კი ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.
გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი აიღო. ანა ჯაფარიძე კი ტურნირის საუკეთესო პარაათლეტად დასახელდა.
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ასპარეზობა აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.