ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა.

ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს.

„აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, – წერს ქართველი ემიგრანტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა

აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა. ბიოგრაფიიდან: ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მზექალა შანიძე 1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა, დიდი ბრიტანეთი 33:25 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. პირველი ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა მინიმალური ანგარიშით, 15:16 დათმეს. თუმცა ქართველებმა ბრიტანელების წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც გატეხეს და საბოლოოდ მეტოქე რვა ბურთის სხვაობით დაამარცხეს. ქართველთა შემადგენლობაში 8-8 ბურთით ბომბარდირები ალექსანდრე შიოშვილი და დავით გრიშიკაშვილი გახდნენ. 18 იანვარს საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩში მოლდოვისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, გამარჯვების შემთხვევაში კი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:ალექსანდრე შიოშვილი (8 გოლი), დავით გრიშიკაშვილი (8), დავით ხელისუფალი (5), ვახტანგ ხარებაშვილი (5), ნიკოლოზ მამულაშვილი (3), გიორგი მაზანიშვილი (1), საბა ფუტკარაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი კაპანაძე (1), ალექსანდრე ბოჟაძე, ირაკლი გურული, ნიკოლოზ ბოჟაძე, თორნიკე გაგუა, ნიკოლოზ ნარიმანიძე.

ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული “ნაცმოძრაობასთან” ერთად და ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო – გია...

პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი "პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული" "ნაცმოძრაობასთან" ერთად და ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ უამრავი ვალდებულება შეასრულა და, პრაქტიკულად, "წინ გაიჭრა დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე". "არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის დარჩენილი, რომლებმაც უმაღლესი ქულა არ დაგვიწერეს და ყველა რეიტინგით არ გადავასწარით კანდიდატ ქვეყნებს და ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას. ეს არის მოცემულობა. ევროსაბჭოს წევრმა საქართველომ შეასრულა უამრავი ვალდებულება და, პრაქტიკულად, წინ გაიჭრა ამ დემოკრატიული სისტემის მშენებლობის გზაზე. რაც მთავარია, ეკონომიკური ნაწილით არის უზრუნველყოფილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს. ამის წინააღმდეგ არის სერიოზული მობილიზება. მათ შორის, არა მარტო საქართველოში, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის ძალიან დიდი ჯგუფი პირდაპირ ბრძოლაზეა გადმოსული "ნაცმოძრაობასთან" ერთად. პრაქტიკულად, ეს ერთი გუნდია. ამ ვითარებაში, სრული ინფორმაციის მიწოდება და საკითხის კომპეტენტური განხილვები საგანგებოდ მნიშვნელოვანი იყო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს მყარად არის მოთავსებული “ქართული ოცნების” რიგებში – სალომე სამადაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

ოპოზიცია არ აპირებს, ჩაერთოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყნის პატრიოტებს გასამართლებით ემუქრება. "ემუქრება სისხლის სამართლის წესით დაჭერა საქართველოს ყველა პატრიოტს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შეშინდებიან. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს იდეის გასამართლების კომისიასთან. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის პირები, რომელიც პასუხისმგებლები იყვნენ წარსულის შეცდომებზე, დღეს "ქართული ოცნების" რიგებში მყარად სხედან, ამიტომ, მისი თქმით, არ იცის, ვის გასამართლებას აპირებენ ისინი. "რის გამოძიებას აპირებენ, არ ვიცი იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლების დროს რაიმე პრობლემები თუ იყო, ამ პრობლემებზე პასუხისმგებელი ხალხი დღეს მყარად არის მოთავსებული "ქართული ოცნების" რიგებში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Le Parisien-ი – კვარაცხელია, სავარაუდოდ, სადებიუტო მატჩს 25 იანვარს „რეიმსთან“ ჩაატარებს

ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს – ინფორმაციას Corriere della Sera და Le Parisien-ი ავრცელებენ. „კვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია. მანამდე იყო დიეგო მარადონას მურალთან, ასევე გუნდის ბაზაზე მივიდა, გამოემშვიდობა გუნდსა და ანტონიო კონტეს, რომელსაც ესმის ვარსკვლავის მოტივაცია. კვარაცხელია ხომ ვეზუვის ჩრდილში წელიწადში მხოლოდ 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. ქართველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს (2029 წლამდე) და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლი“ ამ გაყიდვით კარგად ისარგებლებს და 75 მილიონ ევროს აიღებს. კვარაცხელია გუნდში მაშინდელმა გენერალურმა მენეჯერმა, ჯუნტოლიმ ზოგადი სკეპტიციზმის ფონზე მიიყვანა. ნეაპოლელებმა 10 მილიონი ევრო გადაუხადეს ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელში, რომელმაც გუნდს მესამე სკუდეტო მოუტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში შევიდა. გარემარბი ტოვებს „ლურჯებს“, სადაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა (+29 საგოლე გადაცემა) და, უპირველეს ყოვლისა, შეტევაში დიდი ფანტაზია შეიტანა. გულშემატკივრებს მისი წასვლა ეწყინათ, მაგრამ იციან, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს ქართველის რეალური შემცვლელის დამატებას სთხოვს“, – წერს გამოცემა. მოსალოდნელია, რომ ხვიჩა ოთხწლიან (+1) კონტრაქტს მოაწერს ხელს და პსჟ „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის. Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს ინფორმაციას ფეხბურთელის ხელფასზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის შემოსავალს. მაშინ როცა „ნაპოლიში“ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ქართველი პსჟ-ში 11 მილიონ ევროს მიიღებს. Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს ან, ყველაზე გვიან, პარასკევს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი დებიუტი 25 იანვარს, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, „პარკ დე პრენსზე“ „რეიმსთან“ მატჩში შედგება.

ბოლო სიახლეები