0 0
Read Time:45 Second

„ვის ედრებიან, ან ვის უნდათ, რომ შეედარონ? ვის უპირისპირებენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს უახლოესი ისტორიის უკანასკნელი 12 წლის მონაკვეთში? გულწრფელად მაინტერესებს. თემურ ალასანიას თუ დავით კეზერაშვილს? სააკაშვილს თუ გვარამიას? გახარიას თუ ხაზარაძეს?“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“, აგენტოკრატების, მათი ადგილობრივი ლაქია-მარიონეტების ძირითადი სამიზნეა. მას სწორედ საკუთარი სამშობლოს მიმართ უზომო სიყვარულის გამო დევნიან, ცილს სწამებენ და მაინც ვერ ერევიან.

„ამ უკანასკნელი ექვსი გვარის წაკითხვისას ღებინების შეგრძნება არ გეუფლებათ? ან მათ მოტრფიალე კონტინგენტს ნამუსის ქენჯნა? ან ადამიანად დარჩენის სურვილი? „გლობალური ომის პარტიის“, აგენტოკრატების, მათი ადგილობრივი ლაქია-მარიონეტების ძირითადი სამიზნეა ეს მამულიშვილი. მას სწორედ საკუთარი მიწის, საკუთარი სოფლის, საკუთარი სამშობლოს მიმართ უზომო სიყვარულის გამო დასცინიან, ამუნათებენ, დევნიან, ცილს სწამებენ და მაინც ვერ ერევიან, ვერ ანადგურებენ. იქნებ იმიტომ, რომ მის რეალურ მფარველს და დამცველს ვერ სწვდებიან ზეციურ სივრცეში. მართლაც რომ გასაგებია მათი ისტერია, ისევე, როგორც გასაგებია მათი წარუმატებელი ბრძოლის ფინალი…“, -წერს დავით ქართველიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები