კახეთის მხარეს, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტს ტორნადომ გადაუარა.
ადგილობრივები სოციალურ ქსელში სტიქიის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ავრცელებენ.
კადრებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.