ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ქადაგიძე ხიდაშელის განცხადებაზე: მიხვდით, რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?! თუ დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს?

გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო?, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოში, პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს „უნივერსიტეტი“, რომელიც არის ტერორისტების სკოლა და მისი რექტორი იყო თავის დროზე ის ადამიანი, რომელიც ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადდა“.

მისი თქმით, ისეთ ადამიანს, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებს, კარგს ვერაფერს უწოდებს საზოგადოება.

„გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი უბედურების წინაშე დგას, რატომ უნდა გაგიჩნდეს ადამიანს სურვილი, საკუთარი ქვეყანა ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულო? მერე იკითხავთ, ხიდაშელი თხემით-ტერფამდე უცხო ქვეყნის აგენტი, რატომ გგონიაო?! მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ერთი კითხვა მაქვს ამ გვარით ქართველ ადამიანთან თუ აკრედიტაცია არ აქვს თქვენს მიერ ნახსენებ სასწავლებელს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ვალიდაცია არ გაუვლია, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია გამოდის და სწავლებისათვის მიღებული რესურსები არ აქვს დადეკლარირებული ხომ? – ასე რომ არ იყოს, ღიად და საჯაროდ იმოქმედებდა.

ახლა თუ მიხვდით გვარით ქართველო რომ გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის?!
ახლა თუ მაინც დავიდა თქვენს გამრუდებულ ლოგიკამდე, რომ ბოროტების პოტენციური ალბათობა, რომელიც ყველა მხრიდან მოდის, კანონის მეშვეობით უნდა დაიზღვეს? ახლა თუ მაინც მიაგენით თქვენი გაუკუღმართებული ორიენტირით, რომ გამჭვირვალობის კანონის გაპროტესტებით პოტენციურ რელიგიურ-ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, თქვენ თვითონვე ახალისებდით?!

თუმცა, ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდეთ – ბირთვული ომის წინაშე მდგომ მსოფლიოსა და გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელ რეგიონში, თუნდაც აბსურდული ლოგიკით, საკუთარ სახელმწიფოს რომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულებ, რა უნდა გიწოდოს საზოგადოებამ“, – წერს ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო – შალვა პაპუაშვილი...

„ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს და ირანის ურთიერთობას და მათ შორის პასუხობს კრიტიკას, რომელიც ირანთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის.„უპირველეს ყოვლისა, ყველა სახელმწიფოსთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი მოწოდებაა, რომ გვქონდეს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით, როდესაც ეხება რეგიონის სახელმწიფოებს.ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელიც ჩვენთან ერთად ამ რეგიონში საუკუნეებია არის და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ქვეყნებთან ან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ამ დიპლომატიური ურთიერთობის შესაბამისად მოქმედებ, ან ხარ დაპირისპირებაში და არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგალითად, როგორც რუსეთთან არის ჩვენს შემთხვევაში. მათი ქმედებებიც რომ შევაფასოთ თუნდაც ამ დღეებში, მათი შეფასებები რა იყო მთავრობის განცხადებებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებისა, ჩვენი განცხადების და ქმედებისა და რა იყო მათი ალტერნატიული შემოთავაზება, დღეს ისინი ერთ წუთში ამოყოფდნენ თავს იმავე ომში, ისევე როგორც მანამდე რუსეთ-უკრაინის ომში ითრევდნენ საქართველოს. ასე, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა ახლა მნიშვნელოვანი. როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის. ასე, რომ ამ დროს ერთადერთი და მთავარი პოლიტიკა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ მშვიდობას და მეორე, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო შიგნით და ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს გარეთ, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა აკეთებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი ხანძარია. როგორც ,,ტიფლისნიუსს'' საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს უკიდია.ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

„იზრდება თრომბოზისა და ინფარქტის რისკი“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება პრობლემაზე, რომელსაც შეიძლება ვერ გრძნობთ

ექიმმა გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში როგორ გადავრჩი ჰომოცისტეინის მნიშვნელობასა და მის სიჭარბესთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა.მისი განმარტებით, ჰიპერჰომოცისტინემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში ჰომოცისტეინის დონე მომატებულია. ჰომოცისტეინი აზიანებს სისხლძარღვებს, ხოლო დაზიანებული სისხლძარღვები თრომბოზისკენ მეტად არის მიდრეკილი.თუ თრომბოზი გულის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდება, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ხოლო თავის ტვინის სისხლძარღვებში - ინსულტი. ექიმის თქმით, განსაკუთრებით ზიანდება გული და თავის ტვინი, თუმცა გართულებები სხვა ორგანოებშიც არის შესაძლებელი.გარდა ამისა, ჰომოცისტეინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ძვლების მოტეხილობის რისკს და არღვევს ნეიროფსიქიატრიულ ბალანსს - შეიძლება განვითარდეს მეხსიერების გაუარესება და ვასკულური დემენცია.რა იწვევს ჰომოცისტეინის მომატებას? ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი B ჯგუფის ვიტამინების - B6-ის, B9-ის (ფოლიუმის მჟავა) და B12-ის - დეფიციტია. აღნიშნული ვიტამინებიდან თუნდაც ერთის ნაკლებობამ შეიძლება ჰომოცისტეინის მატება გამოიწვიოს და ადამიანი თრომბოზისკენ მეტად მიდრეკილი გახადოს.ვიტამინების დეფიციტი საკმაოდ გავრცელებულია, რადგან ყოველდღიური კვება ხშირად ვერ უზრუნველყოფს მათ საკმარის რაოდენობას.ასევე, გავლენას ახდენს ასაკი - პრობლემა შეიძლება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში გამოვლინდეს.მომატებულ ჰომოცისტეინს ხელს უწყობს ცხოვრების სტილიც: ალკოჰოლის მოხმარება ზრდის მის დონეს სისხლში, ხოლო მოწევა არა მხოლოდ მატებას, არამედ მისი ტოქსიკურობის გამძაფრებასაც იწვევს.როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა? პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს ჰომოცისტეინის მატების ზუსტი მიზეზი. როგორც ექიმი აღნიშნავს, ეს ყოველთვის მხოლოდ ვიტამინების დეფიციტით არ არის გამოწვეული - ზოგ შემთხვევაში მიზეზი გენეტიკურიც შეიძლება იყოს.თუ დადასტურდება, რომ პრობლემა ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება, საჭიროა მათი შევსება.გიორგი ღოღობერიძის თქმით, ჰომოცისტეინის დონის შემცირება ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს, თუმცა ინსულტის რისკზე იგივე ეფექტი ბოლომდე დადასტურებული არ არის. ამის მიზეზზე სამედიცინო საზოგადოებაში სხვადასხვა თეორია არსებობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს. 

„ბიბისი“ – ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე, შრი ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანული ფრეგატიდან, „ირის-დენადან“ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, 32 ადამიანი გადაარჩინეს.ამასთან, საზღვაო ძალების ინფორმაციით, გემის დოკუმენტაციის თანახმად, ბორტზე სულ სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თუ აღნიშნული მონაცემები სწორია, მაშინ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად დაახლოებით, 68 ადამიანი ითვლება.ცნობისთვის, შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს. აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი კი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. მისი თქმით, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმი დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაციას ამზადებს – ეს ძალიან სახიფათო თამაშია

უკრაინა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით შავი ზღვის გაზსადენებზე თავდასხმას გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„კიევის რეჟიმის ქცევა აგრესიულ ხასიათს ატარებს. ეს ძალიან საშიშია. ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ისევე როგორც, ერთხელ უკვე ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადი“, კიევის რეჟიმი დასავლური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით „ლურჯი ნაკადისა“ და „თურქული ნაკადის“ აფეთქების ოპერაციას ამზადებს“, - განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, რუსეთმა „თურქი მეგობრები უკვე გააფრთხილა“.„ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა, ეს ძალიან სახიფათო თამაშია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები