ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპა და ამერიკა ძალიან ერთიანები არიან ამ საკითხში.
„ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ“, – წერს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ“.
ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ „რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე“.