გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობის ფარგლებშია“, – განაცხადა მერცმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა უკრაინელი ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი სწავლება.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე თვითონ ვამბობდი, რომ „ტაურუსისთვის“ საჭიროა უკრაინაში ჯარისკაცების რამდენიმეთვიანი მომზადება“, – განაცხადა მერცმა.
ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების ნახევარი წლის ან ერთი წლის შემდეგ უკრაინისთვის გადაცემა დღეს უკრაინას სარგებელს არ მოუტანს. მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების საკითხთან დაკავშირებით მერცმა განაცხადა: „ყველაფერი, რაც უსაფრთხო იურიდიულ საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს, შესაძლებელია“.