გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ელოდება, რომ უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების იქნება გაგზავნილი.
მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
ამის შეასხებ ფრიდრიხ მერცმა Welt TV-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ შორს ვართ ცეცხლის შეწყვეტისგან და კიდევ უფრო შორს ვართ სამშვიდობო შეთანხმებისგან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინის კონფლიქტში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით გამოაცხადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. მისივე თქმით, საკითხი რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

