გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ არ უნდა გამოიწვიოს ირანის სახელმწიფოს დანგრევა.
მისი თქმით, ამას შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით.
„უსასრულო ომი ჩვენი ინტერესი არ არის. იგივე ეხება ირანის სახელმწიფოებრიობის დაშლას ან ირანის ტერიტორიაზე წარმოებულ მარიონეტულ კონფლიქტებს“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია იზიარებს აშშ-ისა და ისრაელის მიზანს ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის შეჩერების შესახებ, მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნქციონირების შენარჩუნება.
„ირანელ ხალხს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

