გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია“ იყო.
„ეს არ ყოფილა სპონტანური რეაქცია ზელენსკის ჩარევაზე, არამედ აშკარად ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია ამ შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში“, – განაცხადა მერცმა ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერცი აცხადებს, რომ ევროპა ახლა ზეწოლის ქვეშაა, რომ სწრაფი იმოქმედოს.
„ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპაში დამოუკიდებლად მოქმედების პოზიციაში ვართ“, – განაცხადა მერცმა.