გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ მიიჩნევს, რომ ირანში აშშ-ისრაელის ქმედებები რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.
მერცის თქმით, ის ასევე სკეპტიციზმით არის განწყობილი, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ირანში ომის დასრულების მკაფიო სტრატეგია აქვთ, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია მზად იქნება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
„უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის, რაც ახლა ხდება – რასაც ისრაელი და ამერიკა აკეთებენ – რეალურად წარმატებამდე მიგვიყვანს. რეჟიმის შეცვლა ნამდვილად მიზანია? თუ ეს არის მიზანი, არა მგონია, რომ ამას მიაღწევთ. წარსულ კონფლიქტებში ყველაფერი ძირითადად წარუმატებლად წარიმართა“, – აღნიშნა მერცმა და ავღანეთის ომზე მიუთითა.

