„პარი სენ-ჟერმენთან“ კარგი თამაშის შემდეგ გიორგი წიტაიშვილით ევროპის გამორჩეული კლუბები დაინტერესდნენ, – „მეცის“ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს.
„„მეცის“ ქართველი გარემარბი, რომელიც კიევის „დინამოდან“ ფრანგულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, მომავალი წლის ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება. სწორედ ამ ფაქტორმა და პარიზელთა წინააღმდეგ ნაჩვენებმა მაღალი დონის თამაშმა კლუბების ყურადღება მიიქცია.
13 დეკემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში წიტაიშვილი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა. ლიგა 1-თან ადაპტაციის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი „მეცის“ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა და გულშემატკივართა სიმპათიაც დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილს კონტრაქტი კვლავ აკავშირებს კიევის „დინამოსთან“, ზაფხულში მისი უფასოდ დამატების პერსპექტივა ბევრ კლუბს იზიდავს – საფრანგეთში მას „ლიონი“ და „ლილი“ აკვირდებიან, ინტერესს იჩენენ რომის „ლაციო“ და ესპანური „ვილიარეალი“, – წერს გამოცემა.
ფრანგული „მეცის“ რიგებში მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა 16 შეხვედრა ჩაატარა.

