ქვემო ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. მანამდე ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ გავრცელდა. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.