ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

ფონდმა ,,ქართუმ” რაგბის აკადემია ქუთაისის მერიას გადასცა


ფონდმა ,,ქართუმ” ქუთაისს ბავშვთა რაგბის აკადემია, ბაზა, ახალი მოედნები და სავარჯიშო დარბაზები მფლობელობაში გადასცა. შეთანხმებას ფონდის წარმომადგენელმა და ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ მოაწერეს ხელი.

პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, რომელიც სრულად ფონდმა ,,ქართუმ” დააფინანსა.

ქუთაისის მერის თქმით, რაგბის აკადემიის ფუნქციონირება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

,,მსგავსი აკადემია ქუთაისში არასდროს ყოფილა. ეს ხელს შეუწყობს ქუთაისში რაგბის პოპულარიზაციას”- თქვა ჭიღვარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის პროგრამით „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი ცვლილებები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით, პირველი აპრილიდან, პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკავშირდება და მიზნად, აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11 245 000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2 400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი.„რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, მათი რიცხვიც გაზრდილია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი 500 000 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ, პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე, მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ოპოზიცია დღეს არსებობს ვირტუალურად, არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ოპოზიციას ასულდგმულებს, გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა” – შალვა პაპუაშვილი

"ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებით მუშაობს."ოპოზიცია, დღეს სინამდვილეში არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია არ გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9 წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია მათ აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, იმისთვის, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში.მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის ქვეყნებში, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ბილეთი ვინ იყიდა, სასტუმრო ვინ გადაუხადა, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე – ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს - შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაკა ვასაძე – არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, ჩვენი, პედაგოგების მოვალეობაა, ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს...

მე არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, რადგან ჩვენი, მათი პედაგოგების მოვალეობაა, ყველა გზა და ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა,  მაკა ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მინდა გითხრათ, რომ ასე მოხდა თსუ-ში, მაგრამ თსუ-ს რექტორმა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვა პოლიცია. თქვა, თვითონ მოვაგვარებ ჩემ უნივერსიტეტში ამ პრობლემასო. ასე მოხდა აკადემიაშიც და ადგნენ ის სტუდენტებიც. ეს ჩვენი, ყველას ბრალია. ეს არ არის მარტო ვთქვათ, რექტორის, მისი თანაშემწის და სხვადასხვა ინსტანციის ბრალი, ეს ყველა ჩვენგანის, ჩემი ბრალიც არის. როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო, თან სამჯერ, ზედიზედ? ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, გიორგი შალუტაშვილისთვისაც მიუღებელია. მე არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს თავში და ვინ გამოიძახა პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. საფლავებში ტრიალებენ ახლა ჩვენი წინაპრები, რადგან ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ყველა სიტუაციის მოგვარებას საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ვასაძემ.

ირანის სულიერი ლიდერი – ბირთვული იარაღის დამზადება რომ გვდომოდა, აშშ ვერ შეძლებდა ჩვენთვის ხელის შეშლას, ბირთვული იარაღი არ გვაქვს, რადგან ჩვენ არ გვსურს ეს

ირანის გეგმაში არ შედის ბირთვული იარაღის შექმნა, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის დამზადება რომ სურდეს, აშშ ხელს ვერ შეუშლიდა.„ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ „ჩვენ არ მივცემთ ირანს მისი მიღების საშუალებას“. ბირთვული იარაღის დამზადება რომ გვდომოდა, ამერიკა ვერ შეძლებდა ჩვენთვის ხელის შეშლას. ფაქტი, რომ ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღი და არ ვცდილობთ მის შექმნას, არის იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ გვსურს ეს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. ამის შემდეგ ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ ბულინგის ტაქტიკას იყენებს.

ბოლო სიახლეები