„ფლიდი, მატყუარა, გაიძვერა ქალია. მისი მთავარი ამოცანა არის, რომ ევროპელებს ანესთეზია გაუკეთოს“, – ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძე აკეთებს.
„რეაქციაში“ სანიკიძე ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი რამდენიმე საათის განმავლობაში თავისუფალი იქნება.
სალომე ზურაბიშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მე რომ შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი, მიშას არ გამოუშვებენო მატყუარაა, ფლიდია – მას შეუძლია, რომ შეიწყალოს და მიხეილ სააკაშვილი გარკვეული საათების განმავლობაში გარეთ გამოდის, მერე შეუძლიათ შეაბრუნონ, მაგრამ ის შებრუნება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.