ორშაბათი, მაისი 19, 2025

ფინეთში ვერტმფრენების შეჯახებას ორივე ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

ფინეთში, ჰაერში ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ჰაერში შეჯახება შუადღის შემდეგ, ქალაქ კაუტუასთან ახლოს მოხდა. ვერტმფრენების ნამსხვრევები ოჰიკულკუტიეს გზიდან დაახლოებით 700 მეტრში ჩამოვარდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთ ვერტმფრენში 3 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მელრეში ორი.

სამოქალაქო ვერტმფრენები ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან აფრინდნენ და კოკემაკიში, პიიკაიარვის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ, რომელიც ევრას აეროპორტიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.

ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში – საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება, თუმცა დარჩება მყარ, 5-6%-იან მაჩვენებელზე

ევროკომისიის ვებგვერდზე ევროპული ეკონომიკური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4%-ით. ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახელმწიფო მოხმარება, რასაც ხელი შეუწყო ხელფასების მკვეთრმა ზრდამ, დასაქმების მატებამ და სწრაფად მზარდმა სამომხმარებლო სესხებმა. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციებიც, რაც განპირობებული იყო ბიზნესის სესხების ზრდით, საწარმოთა კარგი ფინანსური შედეგებითა და საჯარო ინვესტიციების გაძლიერებით.„ზრდის პროცესში საქონლისა და მომსახურების სუფთა ექსპორტისა და მარაგების წვლილი  უარყოფითი იყო. მიწოდების მხრიდან, დამატებული ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მომსახურების სფეროებში. საქართველო აგრძელებს სარგებლის მიღებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გარკვეული მომსახურებებისა და სავაჭრო მარშრუტების რუსეთისგან გადამისამართების შედეგად, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის ფედერაციიდან შიდა მიგრაციის მნიშვნელოვან მასშტაბს.მოსალოდნელია, რომ 2025 და 2026 წლებში ზრდა შენელდება, თუმცა დარჩება მყარ მაჩვენებელზე– 5-6%-ის ფარგლებში. მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება დარჩება, რომელსაც მხარს დაუჭერს ძლიერი სამომხმარებლო სესხები და რეალური ხელფასების ზრდა, თუმცა შედარებით უფრო ნელი ტემპით.მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდაც, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკითა და ძლიერი საჯარო  ინვესტიციებით, თუმცა 2025 წლის პირველ კვარტალში, ბიზნესის ნდობის დონე მკვეთრად დაეცა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. სუფთა  ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, სავარაუდოდ, კვლავ უარყოფითი იქნება,  თუმცა ნაკლებად, ვიდრე 2024 წელს, რადგან ძლიერი მოხმარებითა და ინვესტიციებით გამოწვეულ საქონლის იმპორტზე მოთხოვნა, როგორც მოსალოდნელია, გადააჭარბებს ტურიზმისა და სხვა მომსახურებების ექსპორტის ზრდით მიღებულ დადებით წვლილს. ამ პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების მიმართულების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეკონომიკური გაფართოების მხარდაჭერით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, კერძოდ – 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე. მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონის კლება შენარჩუნდება 2025 და 2026 წლებში, თუმცა უფრო დაბალი ტემპით. ანგარიშის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს გაიზარდა 2.5 პროცენტული პუნქტით, თუმცა კვლავაც შედარებით დაბალ დონეზე — 47.1%–ზე დარჩა.„წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე, 2024 წელს რეალურ პირობებში 15%-ით, რაც რამდენიმე ფაქტორს ასახავს: რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში, ქართული კომპანიების მზაობას, რომ მოახდინონ მზარდი საყოფაცხოვრებო ხარჯების კომპენსაცია, განსაკუთრებით კი მთავარ ქალაქებში საცხოვრებელი ფართის ქირის ფასების, ზოგიერთ საწარმოო სექტორში მუშახელის დეფიციტისა  და 2024 წელს ინფლაციის სწრაფი შემცირების. ხელფასების ზრდა მოსალოდნელია, რომ შენელდება მომდევნო წლებში, თუმცა პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი მაჩვენებლით შენარჩუნდება“, – ნათქვამია ანგარიშში.ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წელს შემცირდა და შეადგინა 1.1%, რაც დაბალი იმპორტირებული ინფლაციისა და ეროვნული ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. თუმცა, 2025 წლის პირველ თვეებში ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 3.4%-ს მიაღწია.„მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ის საშუალოდ 4%-ს შეადგენს. სამომხმარებლო ფასების აჩქარებული ზრდა დაკავშირებულია ხელფასების ზრდის ეფექტის გავრცელებასთან, ლარის შეზღუდულ გაუფასურებასთან და ბაზისურ ეფექტებთან. მოლოდინის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები თანდათანობით შესუსტდება, რის შედეგადაც ინფლაცია 2026 წელს დაუბრუნდება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს“, – ნათქვამია ანგარიშში.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და 2024 წელს მშპ-ის 4.3% შეადგინა, მაშინ, როცა 2023 წელს ის 5.6%-ს აღწევდა. „საქონლის ექსპორტი აშშ დოლარში 6%-ით გაიზარდა, რაც მეტალურგიული პროდუქციისა და რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მოთხოვნის აღდგენის დამსახურებაა.  იმპორტი მსგავს ტემპში გაიზარდა, რაც განპირობებული იყო შიდა მოთხოვნის ზრდით როგორც საინვესტიციო, ისე სამომხმარებლო საქონელზე. მომსახურების სფეროში უფრო მაღალმა პროფიციტმა და საინვესტიციო შემოსავლის წმინდა გადინების შემცირებამ ხელი შეუწყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, ხოლო ფულადი გზავნილების შემცირებულმა შემოდინებამ საპირისპირო ეფექტი მოახდინა. 2025 და 2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის უმნიშვნელოდ გაზრდაა მოსალოდნელი. მომსახურების სფეროში ჭარბი შემოსავლის ზრდაა პროგნოზირებული, ძირითადად ტურისტების მზარდი ნაკადის დამსახურებით, რაზეც, როგორც ჩანს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გავლენას არ ახდენს, ხოლო სავაჭრო დეფიციტი გაიზრდება, რადგან იმპორტი, სავარაუდოდ, ექსპორტზე უფრო სწრაფად გაიზრდება“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2024 წელს მთავრობის ზოგადი პროდუქტიულობა მხარდაჭერილი იყო ძლიერი შემოსავლებით, რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18%-ით მაღალი იყო.„ეს გააძლიერა ეკონომიკურმა გაფართოებამ, ხელფასების ზრდამ, რამაც გაზარდა საშემოსავლო გადასახადის შემოსავლები, ასევე დისკრეციულმა ზომებმა, როგორიცაა სამორინის საფასურისა და საბანკო სექტორის გადასახადების ზრდა. მიმდინარე ხარჯები იმავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა, ძირითადად საჯარო სექტორის ხელფასებისა და საპროცენტო ხარჯების ზრდის გამო, ხოლო უკვე მაღალი კაპიტალური ხარჯები 10%-ით გაიზარდა.2024 წელს სამთავრობო დეფიციტმა მშპ-ს 2.1% შეადგინა, რაც ნაკლებია ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ 2.5%-იან დეფიციტზე.მოსალოდნელია, რომ დეფიციტის და მშპ-ის შეფარდება 2025 და 2026 წლებში დაახლოებით 2%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ქვეყნის ფისკალური წესით განსაზღვრულ 3%-იან ზღვარზე. 2024 წლის დეკემბერში სამთავრობო ვალმა მშპ-ს 36.1% შეადგინა და მოსალოდნელია, რომ პროგნოზირებულ ჰორიზონტზე კიდევ უფრო შემცირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამგორში ქარმა ხე მოგლიჯა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სამგორში, მეტროს მიმდებარედ ქარმა ხე მოგლიჯა. როგორც კადრებიდან ირკვევა, დაზიანდა რამდენიმე მანქანა.ხე გზაზე რამდენიმე მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა ამ დროისთვის გადაკეტილია.ნახეთ კადრები ↓

თინა ბოკუჩავა წითლიძის განცხადებაზე – “შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება”

"ნაციონალური მოძრაობის" აღიარებად აფასებს "ქართული ოცნება" ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე 200 000 ხმა მიიღო."ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ანა წითლიძის განცხადებაზე მსგავსი შეფასებები, სიტყვებზე გამოკიდებაა."შეუძლიათ ადამიანებს სიტყვებზე გამოეკიდონ და მოახდინონ მისი ინტერპრეტირება. ამ საარჩევნო შედეგს არ ენდობა არც საქართველოს მოქალაქე და არც საერთაშორისო პარტნიორი.რა ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ის დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა", - აცხადებს პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა კი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული ადამიანის განცხადებაა, ხოლო მათ პარტიას აქვს მტკიცებულებები, რიომ "არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული":"ეს გახლავთ კონკრეტული პიროვნების განცხადება. რაც შეეხება "ლელო - ძლიერ საქართველოს", ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს საარჩევნო უბნებზე ძალიან მძიმე დარღვევების ფაქტებზე.პროცესები, რომელიც ხდებოდა სასამართლო უწყებებში და ცესკოს საოლქო კომისიებში, გახლავთ მთლიანი მოცემულობა იმისა, რომ გვქონდა საუბრის საფუძველი - არჩევნები, შედეგების თვალსაზრისით, იყო გაყალბებული", - განაცხადა ლანა გალდავამ.

გიორგი კახიანი – ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული

ოპოზიცია არჩევნების თაობაზე ამომრჩეველს იმდენ ტყუილს ეუბნებოდა, რომ ახლა თავიანთი ტყუილების ტყვეობაში არიან მოქცეული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.როგორც კახიანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს, საჯაროდ არ ამბობენ და ამომრჩეველს ატყუებენ.„ზოგიერთს რეგიონებში სამზადისი უკვე დაწყებული აქვს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, რადგან მათი რეიტინგი მძიმეა. დარწმუნებული ვართ, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ისინი ელოდებიან, ქვეყნის გარედან პატრონები რას ეტყვიან. დიდი ალბათობით, მათი მითითება იქნება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ და რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ლუკა კურტანიძე – ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ, თავისუფლების მოედანზე რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ, დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ, ლიკვიდირებაც მოეხდინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება.„რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ-ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ. ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ, სახალხოდ დავესაჯეთ. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად მითხრა, „შენ აქ რა გინდა“, ეს ვიდეოშიც ჩანს. სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, გავერიდებინეთ, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და ვიდრე რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“, –  განაცხადა ლუკა კურტანიძემ.ამასთან, როგორც ლუკა კურტანიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას საკუთარ ერზე და არა ძალადობას.„პირველ რიგში, ახალგაზრდებსა და ახალ თაობას ვეტყოდი იმას, რაც ხდებოდა. ხელისუფლებაში როდესაც ხარ და ძალაუფლება გაქვს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ არ უნდა გაგექცეს ძალაუფლება, რომელიც ხელში გიჭირავს. ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები. საქართველო – სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას, მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ გიყვარდეს შენი სამშობლო და დანარჩენი მსოფლიოსგან არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო. დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს ცდუნება, ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ. დღეს არის ის თავისუფლება, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი რეალობა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ბოლო სიახლეები