კვირა, მაისი 18, 2025

ფინეთის პრეზიდენტი – ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება

ფინეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის თქმით, გუშინ საღამოს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, ხოლო დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

„ზელენსკი მომთმენია, მაგრამ ტრამპის მოთმინება იწურება, თუმცა სწორი მიმართულებით, ანუ პუტინის მიმართულებით“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

სტუბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მოკავშირეები მუდმივად ცდილობენ, ტრამპს დაანახონ, რომ უკრაინას შეუძლია თავდაცვითი ომის წარმოება, ხოლო რუსეთში სიტუაცია უფრო მძიმეა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბოლოს ფინეთის პრეზიდენტი ტრამპსა და ზელენსკის ერთი კვირის წინ ესაუბრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა

გორის გვირაბში მანქანა გადაბრუნდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის აბები" ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლაშა ბექაური ლა ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ლაშამ ტურნირის  ფინალში ესპანელი დანიელი ნიეტო-ტრინიდადი რვა წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების მერე, პირველი ტიტული მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ლა ნუსიას ღია პირველობაზე ბევრი ცნობილი ძიუდოისტი არ ასპარეზობდა, საქართველოდან კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იჭიდავა, რომელმაც ეს ტურნირი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის (13-20 ივნისი) მოსამზადებლად გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომში. შეხვედრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იმ ადამიანების ინტერესების დაცვას ასახელებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა რუსულს მშობლიურ ენად, რუსეთს კი თავის სამშობლოდ თვლის.შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ეთერში 4 მაისს გავიდა, თუმცა დღეს ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი, რომელიც ინტერვიუს საბოლოო ვერსიაში არ შესულა.პუტინი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის მიზეზების აღმოფხვრა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ბოლო სიახლეები