ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივეს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

