ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

ფილმიდან „რეკორდი“ ჯოტია ცაავას როლს შემსრულებელი კობა ღვინიაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან „რეკორდი“, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს.

კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს კობა ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე – არის მსხვერპლი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის მაგისტრალზე. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი იყო მობილიზებული.

VIDEO: ვთვლი, რომ მისი უპირველესი პროფესია, ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობაა და არა მწერლობა, ეს მწერლობა, მე მგონი უკვე მამუკა ხაზარაძის ნაჩუქარი მწერლობაა… – თაკო...

„მე ვთვლი, რომ მისი უპირველესი პროფესია, ანაკლიის პორტის კონსორციუმის მენეჯერობაა და არა მწერლობა, ეს მწერლობა, მე მგონი უკვე მამუკა ხაზარაძის ნაჩუქარი მწერლობაა...“ - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „აბა ახლა მწერალია თეონა დოლენჯაშვილი?! არ ვიცი,  მე გავიზარდე ოთარ ჭილაძის მწერლობაზე, ოთარ ჩხეიძის მწერლობაზე, მურმან ლებანიძის, ჯემალ ქარჩხაძის...“, - განაცხადა ჩარკვიანმა.  

შავ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთით დაბინძურებულ ქვიშაში კიბოს გამომწვევი ნივთიერება აღმოაჩინეს

ანაპის სანაპირო გრუნტში, რომელიც Volgoneft-ის ტანკერებიდან დაღვრილი მაზუთის დიდი ფრაქციებისაგან გაიწმინდა და შეგროვდა, საშიში ქიმიური ნივთიერების, ბენზოპირენის გადაჭარბებული კონცენტრაცია იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა “მოსკოვსკი კომსომოლეცს” განუცხადა. კვლევა ნავთობგაზის სამეცნიერო-კვლევითმა საპროექტო ინსტიტუტმა და სრულიად რუსეთის გარემოს დაცვის საზოგადოების თანამშრომლებმა ჩაატარეს. დანილოვ-დანილიანის ცნობით, შეგროვებული ნიადაგის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მასში ტოქსიკური ნივთიერების მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 22,5-ჯერ არის გადაჭარბებული. ბენზოპირენი ბუნებრივი კანცეროგენია, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისთვის და ორგანიზმში მოხვედრისას ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების პროვოცირება შეუძლია. ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მას საშიშროების უმაღლეს, ანუ პირველ კლასს მიაკუთვნებენ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქერჩის სრუტეში, სადაც ორი რუსული ნავთობტანკერი ჩაიძირა, საწვავის 19 ახალი ემისია დაფიქსირდა. კრასნოდარის მხარეში 265 კილომეტრის სანაპირო ზოლის გამოკვლევა მიმდინარეობს, საიდანაც 177 ათას ტონაზე მეტი დაბინძურებული ქვიშა და ნიადაგი იქნა გატანილი. ამასთან, ნავთობპროდუქტებმა ანექსირებული ყირიმის სანაპიროს საკმაოდ სწრაფად მიაღწია. ახლახან საწვავის ემისიები უკრაინის ოდესის ოლქის სანაპიროზე, ასევე, აზოვის ზღვაში, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკთან დაფიქსირდა. ამ დროისთვის ზღვაში 58 მკვდარი დელფინი იქნა ნაპოვნი, რომელთა მდგომარეობამ აჩვენა, რომ ისინი მოწამვლის შედეგად დაიხოცნენ. ცნობისთვის: რუსული ტანკერები, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ქერჩის სრუტეში 2024 წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აკვატორიაში 4 ათასი ტონა მაზუთი დაიღვარა, რომელთა ნაწილი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამ ინციდენტს 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა, რომლის შედეგების სრულად აღმოფხვრას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, საიდანაც წელიწადზე მეტია წამოვედი, არცერთხელ მისაუბრია საჯაროდ - მიუხედავად, თითქმის ყოველკვირეული ინტერესისა, მედიის თუ საზოგადოების მხრიდან. არც ახლა ვაპირებ ვრცელ კომენტარს. მხოლოდ მოკლედ - ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.

„ეიბისი ნიუს“: მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავდა. ამ განცხადებიდან მალევე, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. ის დღემდე არ არის აღდგენილი. დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

ბოლო სიახლეები