სამშაბათი, იანვარი 13, 2026

ფეხბურთის ფედერაცია ქალთა კლუბ „ლანჩხუთს“ ფინანსურად დაეხმარა

ფეხბურთის ფედერაცია ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ ფინანსურად დაეხმარა – ეს გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი, სადაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე რუმინული „კლუჟ ოლიმპიას“ გამარჯვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„ეს რა იყო! საფინალო სასტვენი, მასპინძელთა გაოცებული სახეები და ჩვენი გოგონების სიხარულის ცრემლები – ასეთი იყო 2020 წლის 19 ნოემბრის ისტორიული მატჩის ფინალი რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ამ მოვლენის მნიშვნელობა შეიძლება ბოლომდე ვერც კი გავათვითცნობიერეთ, მაგრამ ერთი რამ იყო ძალიან ცხადი – შევძელით გაგვეხარებინა ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ყოველ ასეთ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი სიტყვებისთვის, მოლოცვებისთვის, გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატარა ლანჩხუთს, სადაც დიდი და პატარა ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა“, – წერილი მიმართვაში.

კლუბი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ:

„მათი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების გავლა და ასევე მატჩთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. თუმცა, მთავარი სიურპრიზი წინ იყო – მატჩის შემდეგ ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მხოლოდ მოლოცვით არ შემოიფარგლა და გუნდს გააცნო ფედერაციის გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვის საბონუსე ფონდის 25,000 ლარის ოდენობით, ხოლო კლუბის შემდგომი განვითარებისთვის 20,000 ლარის გამოყოფის შესახებ! დიდი მადლობა ლევან კობიაშვილს და დავით მუჯირს. ვთვლით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს შესაძლებლობის მაქსიმუმს, უფრო მეტ მხარდაჭერას ვისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ საერთო ძალისხმევით კლუბს შეექმნას სათანადო ყოფითი და ფინანსური პირობები, ევროპის საუკეთესო 32 გუნდში შესული კლუბი ამას ნამდვილად იმსახურებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარს!“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...

,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ბოლო სიახლეები